შინაარსზე გადასვლა

ნესრინ ჯავადზადე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნესრინ ჯავადზადე
Nesrin Cavadzade
Nəzrin Cavadzadə

ნესრინ ჯავადზადე „ლამბის ცერემონიის“ პრესკონფერენციაზე ბერლინში, 2014 წელს.
დაბადების თარიღი 30 ივლისი, 1982 (1982-07-30) (43 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანი
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ეთნიკურად აზერბაიჯანელი
ალმა-მატერი მარმარის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2007-დან დღემდე
რელიგია ისლამი
საიტი nesrincavadzade.com.tr

ნესრინ ჯავადზადე (თურქ. Nesrin Cavadzade; აზერ. Nəzrin Cavadzadə; დ. 30 ივლისი 1982, ბაქო,[1] აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანული წარმოშობის თურქი მსახიობი.[2][3][4]

ბიოგრაფია და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნესრინი დაიბადა 1982 წელს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. 11 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად თურქეთში.[5] მარმარის უნივერსიტეტის კინოსა და ტელევიზიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 2 წლის განმავლობაში სწავლობდა Şahika Tekand Studio Oyuncuları-ის სამსახიობები სტუდიაში.

უნივერსიტეტის შემდეგ, სერიალ „უსახლკარო“-ში მთავარი როლი შეასრულა, ამით იგი თავისი პირველი ნაბიჯი გააკეთა სატელევიზიო სამყაროში და მაშინვე ამავე სერიალის რეჟისორის ჯემალ შანის ფილმში მიიღო მონაწილეობა, სადაც ასევე მთავარი როლი შეასრულა. ფილმში ამ როლით მას „საუკეთესო მსახიობი“-ს ჯილდო მიენიჭა ერზურუმის, ბურსის და ანკარის კინოფესტივალზე. ამ წარმატების შემდეგ, კიდევ ერთხელ რეჟისორ ჯემალ შანის ფილმ „მწარე“-ში (Acı) ითამაშა და ამით იგი კრიტიკოსების დადებითი შეფასება მიიღო.

ფილმების გარდა, ნესრინი ასევე ცნობილ სერიალებში ითამაშა, როგორიცაა „Samanyolu“ და „Al Yazmalım“, ხოლო 2011 წელს ჰასან თოლგა ფოლადის რეჟისორობით, ითამაშა ფილმ „Güzel Günler Göreceğiz“ (კარგ დღეებს ვნახავთ), სადაც იგი ანა როლი შეასრულა, რისთვისაც „48-ე ანტალიის ოქროს ფორთოხლის“ ფესტივალზე "საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი"-ს და "23-ე ანკარის საერთაშორისო კინოფესტივალზე" "საუკეთესო მსახიობი"-ს ჯილდო მიიღო. 2012 წელს სერიალ „Ağır Roman Yeni Dünya“ (მძიმე რომანი, ახალი მსოფლიო) შავი ლეილას (Kara Leyla) როლი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ სერიალი გრძელვადიანი არ იყო, მაგრამ ნესრინმა თავისი როლით დიდი ყურადღება მიიპყრო. ასევე ნესრინმა სერიალ „Küçük Ağa“-შიც ითამაშა, რომელიც Kanal D-ზე გადიოდა, 2014-2015 წლებში.[6][7]

წელი ფილმი/სერიალი როლი შენიშვნები/ჯილდოები
2007Yersiz Yurtsuz (უსახლკარო)სუნა
Pazar - Bir Ticaret Masalı (კვირა - კომერციული ისტორია)ფარმაცევტი
2008Dilber'in Sekiz Günü (დილბერის რვა დღე)დილბერიანკარის 19-ე საერთაშორისო კინოფესტივალი "საუკეთესო ქალი მსახიობი"
2008 ბურსას იფექიოლუს კინოფესტივალი "საუკეთესო ქალი მსახიობი"
3-ე ერზურუმის დადაში კინოფესტივალი "საუკეთესო ქალი მსახიობი"
2009Gitmek: Benim Marlon ve Brandom (წასვლა: ჩემი მარლონი და ბრანდომი)დერია
2010Acı (მწარე)შვილიშვილი
Samanyolu (ირმის ნახტომი)მელექისერიალი
2011Güzel Günler Göreceğiz (კარგ დღეებს ვნახავთ)ანა2011 ანტალიის ოქროს ფორთოხლის კინოფესტივალი "საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი"
ანკარის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი "საუკეთესო ქალი მსახიობი"
Al Yazmalım (ალ იაზმალიმ)აიჩასერიალი
Yangın Var (ხანძარია)ასიაანკარის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი "საუკეთესო ქალი მსახიობი"
2012Ağır Roman Yeni Dünya (მძიმე რომანი, ახალი მსოფლიო)შავი ლეილასერიალი
2013Görüş Günü Kadınları (პაემნის დღის ქალები)ლალესერიალი
Derin Nefes Al (ღრმად ისუნთქე)ნაზლი [8]მოკლემეტრაჟიანი
2014 Küçük Ağa (პატარა ბატონი)ბაშაქისერიალი
2014 Kuzu (ცხვარი) მედინე 51-ე ოქროს ფორთოხლის კინოფესტივალი "საუკეთესო მსახიობი"
2014 Annemin Şarkısı (დედაჩემის სიმღერა) ზეინები
2014 Son Mektup (ბოლო წერილი)ნიჰალი (ექთანი)ფილმი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Nesrin Cevadzade Biography
  2. Azeri asıllı oyuncu Nesrin Cavadzade Azerbaycan'dan Türkiye'ye uzanan buruk serüvenini anlattı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2016-06-25.
  3. Aslen Azerbaycanlı olan Nesrin Cavadzade, küçük yaşta Türkiye’ye gelmiş.
  4. Azeri oyuncu Nesrin Cavadzade, geçtiğimiz aylarda Azerbaycan'a giderek yakınlarını ziyaret etti.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-06-25.
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-31. ციტირების თარიღი: 2016-06-25.
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-25. ციტირების თარიღი: 2016-06-25.
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-16. ციტირების თარიღი: 2016-06-25.