ნესვეტაის სურბ-კარაპეტის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნესვეტაის სურბ-კარაპეტის ეკლესია
Церковь Сурб Карапет (Ростовская область, село Несветай).jpg
ნესვეტაის სურბ-კარაპეტის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება სომხეთის სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ნესვეტაი
სასულიერო სტატუსი საჭიროებს რემონტს
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100898000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1870
დეტალები
მასალა აგური

ნესვეტაის სურბ-კარაპეტის ეკლესია (რუს. Церковь Сурб Карапет; სომხ. Սուրբ Կարապետ եկեղեցի) — ეკლესია მიასნიკოვის რაიონის სოფელ ნესვეტაიში , როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მიეკუთვნება სომხეთის სამოციქულო ეკლესიას. ეკლესიის შენობა როსტოვის საოლქო საბჭოს 1992 წლის 17 დეკემბრის № 325 გადაწყვეტილების მიხედვით აღიარებულია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის არქიტექტურულ ძეგლად. აგებულია 1870 წელს.

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, მიასნიკოვის რაიონი, სოფელი ნესვეტაი, ვოროშილოვის ქუჩა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დონის მიწაზე სომხების დასახლება დაიწყო ორი საუკუნის წინ. XVIII საუკუნეში ეკატერინე II-მ გამოსცა ბრძანებულება ყირიმიდან სომხების გადასახლების შესახებ აზოვისპირეთში. 1779 წელს ათასი სომეხი გადაასახლეს დონის მიწაზე, ძირითადად სოფლებში: ჩალტირი, ყირიმი, ბოლშიე-სალი, სულთან-სალი და ნესვეტაი. სოფელი ნესვეტაი დაარსდა 1780 წელს, ხოლო სურბ-კარაპეტის ეკლესია 1790 წელს.

1837 წელს დონის ნახიჭევანის პირველი გილდიის ვაჭარმა კარაპეტ ტონიკიანმა თხოვნით მიმართა ქალაქის სასულიერო საზოგადოებას, მიეცათ უფლება და აეშენებინათ ქალაქში ახალი ეკლესია, რადგან ძველი ეკლესიის შენობა უკვე ავარიულ მდგომარეობაში იყო. თანხმობა მიიღეს და 1858 წლის გაზაფხულზე დაიწყო ეკლესიის მშენებლობა. ეკლესია აშენდა ისე, რომ ერთდროულად შეეძლო 250 მორწმუნის დატევა. 1866 წელს ვაჭარი ტონიკიანი გარდაიცვალა და ეკლესია დაუსრულებელი დარჩა. ტონიკიანმა დატოვა ანდერძი და დაიბარა ეკლესიის დასრულება. 1866 წელს ანდერძის შესბამისად ეკლესიის მშენებლობა მივიდა კარნიზებამდე.

1867 წელს მრევლმა გადაწყვიტა აეშენებინათ ახალი ეკლესია დარჩენილი სამშენებლო მასალების გამოყენებით. მათ დონის სასულიერო კონსისტორიას მიმართეს თხოვნით, მაგრამ კონსისტორიამ ნება დართო მხოლოდ იმ პირობით, რომ დაასრულებდნენ ტონიკიანის მიერ დაწყებულ ეკლესიას. 1870 წელს ტონიკიანის დაწყებული ეკლესიის მშენებლობა დასრულდა.

ეკლესიასთან ჯერ კიდევ 1868 წელს გაიხსნა საეკლესიო-სამრევლო სკოლა.

მომდევნო წლებში ეკლესიას მრავალი სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. 1886 წელს გამოუცვალეს სახურავი. 1923 წელს ჩაუტარდა კიბის რესტავრაცია, შემდეგ კვალვ სახურავი გამოუცვალეს. ამ პერიოდში ეკლესიაში ღვთისმსახურებას აღავლენდა ორი მღვდელი.

1930-იან წლებში ეკლესიაში ღვთისმსახურება შეწყდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ეკლესია დაზიანდა დაბომბვის შედეგად. დაინგრა მისი სახურავი და კედლები, სამრეკლოს გუმბათი.

ამჟამად ეკლესიის შენობა საჭიროებს რემონტს. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოებისათვის მზადება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Вартанян В. Г. Казаров С.С. Армянская-Апостольская Церковь на Дону // Ростов н/Д., 2001.
  • Халпахчьян О. X. Архитектура Нахичевани-на-Дону // Ер. 1988.
  • Шахазиз Е. Новый Нахичеван и новонахичеванцы / Перевод с армянского Ш. М. Шагиняна // Ростов-на-Дону, 1999.
  • Российская и Ново-Нахичеванская епархия Армянской Апостольской Церкви. Исторический путь. М., 2013.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]