ნერპიჩიე (კამჩატკის მხარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნერპიჩიე
ტბის რუკა
ტბის რუკა
კოორდინატები: 56°22′11″ ჩ. გ. 162°37′31″ ა. გ. / 56.36972° ჩ. გ. 162.62528° ა. გ. / 56.36972; 162.62528
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კამჩატკის მხარე
სიმაღლე ზღვის დონიდან 0,4 
ფართობი 552 კმ²
საშუალო სიღრმე 3,4 
მაქსიმალური სიღრმე 12 
აუზის ფართობი 2550 კმ²
გამომდინარე მდინარე ოზერნაია
ნერპიჩიე (კამჩატკის მხარე) — რუსეთი
ნერპიჩიე (კამჩატკის მხარე)
ნერპიჩიე (კამჩატკის მხარე) — კამჩატკის მხარე
ნერპიჩიე (კამჩატკის მხარე)

ნერპიჩიე (რუს. Нерпичье) — მარილიანი ტბა რუსეთში, კამჩატკის მხარეში. მდებარეობს კამჩატკის ნახევარკუნძულზე, ზღვის დონიდან 0,4 მ სიმაღლეზე. ფართობით კამჩატკის მხარის უდიდესი ტბაა. ზედაპირის ფართობი 552 კმ², მაქსიმალური სიღრმე 12 მ. ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს ეწოდება კულტუჩნოეს ტბა, რომლის ფართობია 104 კმ². ლაგუნური ტიპისაა. წარმოადგენს ზღვის ყურის რელიქტს, რომელიც ზღვას გამოეყო ნაპირის ნელი აზევების შედეგად. აქვს არასწორი ფორმა. ნაპირები ძლიერაა დაჭაობებული. ტბიდან გამოედინება მდინარე კამჩატკის შენაკადი მდინარე — ოზერნაია.[1] ნერპიჩიეს ერთვის 117 მცირე მდინარე და ნაკადული.[2] საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. წყლის მინიმალური მარილიანობა ფიქსირდება ივნისში, ხოლო მაქსიმალური ზამთარში.[3] წყნარი ოკეანის კამჩატკის ყურესა და მდინარე კამჩატკას უერთდება 10 კმ სიგრძის ტბიური ფშანით. ტბაში არის რამდენიმე კუნძული, რომელთაგან აღსანიშნავია კირუნი, ჩაიაჩი და სივუჩი. გეოლოგიურმა კვლევებმა უჩვენა, რომ 1923 წლის ცუნამი ტბის რაიონში აღწევდა 10 მ-ს. მდიდარია თევზით. ამჟამად ტბაში გვხვდება თევზების 3 ჯგუფი: ადგილობრივი, ნახევრადგამსვლელი და ტრანზიტული. მოიპოვება ვარსკვლავა კამბალა, ნერკა, შორეულაღმოსავლური ნავაგა, წყნაროკეანური ორაგული, კარჩხანა, კობრი და სხვა.[3] ტბის სამხრეთ ნაპირზეა მუშათა დაბა და ნავსადგური უსტ-კამჩატსკი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]