შინაარსზე გადასვლა

ნერიმან ჩაჰითი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნერიმან ჩაჰითი
დაბადების თარიღი 1937
ვიცადა
გარდაცვალების თარიღი 18 მაისი, 2025(2025-05-18)
ეროვნება კვიპროსელი
მოქალაქეობა  კვიპროსი
ალმა-მატერი მასწავლებელთა კოლეჯი
საქმიანობა პოეტი, მწერალი
მოძრაობა ფემინიზმი, ჰუმანიზმი

ნერიმან ჩაჰითი (დ. 1937 — გ. 18 მაისი, 2025) — თურქი კვიპროსელი პოეტი და მწერალი. იგი აღიარებულია როგორც თურქი კვიპროსული პოეზიის წამყვანი ფიგურა და ქალთა უფლებების აქტიური დამცველი[1].

ნერიმან ჩაჰითი დაიბადა 1937 წელს კრნიში, რომელსაც იმ დროს თურქულად ქირნი ეწოდებოდა. ის იყო სამი დიდან უფროსი. სამი წლის განმავლობაში სწავლობდა სოფლის დაწყებით სკოლაში, რის შემდეგაც მისი მშობლები განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გადააბარეს ათათურქის დაწყებით სკოლაში ნიქოზიაში, სადაც მან შემდგომი ცხოვრება გაატარა. სწორედ დაწყებითი სკოლის მეხუთე კლასში დაიწყო თავისი აზრებისა და ემოციების პოეტური ჩანაწერები[2].

შემდგომ ის გადავიდა ვიქტორიას გოგონათა საშუალო სკოლაში, სადაც კლასიკური განათლება მიიღო ფილოსოფიის მასწავლებლის დახმარებით და უფრო აქტიურად დაიწყო წერა. განათლება გააგრძელა მასწავლებელთა კოლეჯში, თუმცა 1957 წელს გამწვავებული ინტერკომუნალური დაპირისპირების გამო გადავიდა ახლად დაარსებულ თურქ კვიპროსელთა მასწავლებელთა კოლეჯში[2].

ამ პერიოდში მისი ადრეული პოეზია იყო უფრო ბუნებისა და რომანტიკის თემებზე ორიენტირებული, მაგრამ დროთა განმავლობაში სოციალურ საკითხებზე გადავიდა. ნერიმან ჩაჰითმა დაიწყო თავისუფალი სტილით წერა, რითმის სქემის გარეშე[3].

სწავლის დასრულების შემდეგ, მისი პირველი სამსახური იყო სოფელ კლავდიასში. მასწავლებლად იმუშავა 33 წელი, ხშირად სოფლებშიც, რასაც თვითონ განიხილავდა როგორც "დასჯას ოპოზიციური შეხედულებების გამო". მასწავლებლობის პერიოდში აქტიური იყო თურქი კვიპროსელი მასწავლებლების კავშირ (KTÖS)-ში, სადაც იცავდა ქალთა უფლებებს, თავისუფალ პრესას და პროფკავშირებს[2].

1960-იან წლებში ჩაჰითი აქვეყნებდა თავის ნაშრომებს მამაკაცის ფსევდონიმით, ოჯახური შეზღუდვების გამო. იმ პერიოდში ფსევდონიმზე საქმეები აღიძრა. სოფლებში სამუშაოდ ყოფნისას მან აღწერა თურქი კვიპროსელი ქალების მძიმე მდგომარეობა, რასაც შემოქმედებაში ასახავდა[2].

მასწავლებლობის პერიოდში მისი სტატიაები, პოემები, კვლევები და ინტერვიუები რეგულარულად იბეჭდებოდა თურქულ კვიპროსულ გაზეთებში. იგი ითვლება ქალთა უფლებების ერთ-ერთ წამყვან დამცველად[4].

მისი პირველი წიგნი, KTÖS-ის ბრძოლის ისტორია (K.T.Ö.S. Mücadele Tarihi) გამოიცა 1987 წელს, ხოლო პირველი პოეტური კრებული სირთულეში შეკრული კვანძი (Sıkıntıya Vurulan Düğüm) — 1988 წელს. 1989 წელს გამოაქვეყნა პირველი წიგნი, რომელიც მთლიანად ქალებს ეხებოდა — თემა: ქალი (Konu: Kadın)[4].

ამის შემდეგ გამოაქვეყნა მრავალი წიგნი, რომლებიც მოიცავდა პოეზის, ინტერვიუებს, კვლევებს და სტატიებს. მისი შემოქმედება ასახავს თემებს, როგორებიცაა კვიპროსში ქალის ყოფა, ნიქოზიის ქალაქი და სექსუალობის აღქმა თურქი კვიპროსელი საზოგადოების მიერ. ჩაჰითი ხშირად გამოხატავს სიყვარულსა და ტკივილს ნიქოზიის გაყოფასთან დაკავშირებით[2].

ნერიმან ჩაჰითს მიღებული აქვს არანაკლებ 15 ლიტერატურული პრემია, მათ შორის თურქულ ჟურნალ Nokta-სა და ჰუმანისტური საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ[2], ასევე თურქულ კულტურის საერთაშორისო ორგანიზაცია (TÜRKSOY)-ისგან[5].

იგი ასევე არის ქალთა კვლევების ცენტრის დამფუძნებელი[2], და ამჟამად რეგულარულად აქვეყნებს პუბლიკაციებს თურქი კვიპროსელების ყოველდღიურ გაზეთ Yeni Düzen-ში.

ნერიმან ჩაჰითის როლი ფემინისტურ მოძრაობაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნერიმან ჩაჰითი აღიარებულია როგორც ერთ-ერთი პიონერი ფიგურა ფემინისტურ მოძრაობაში თურქი კვიპროსელთა საზოგადოებაში. თავისი კარიერის დასაწყისიდანვე, ის აქტიურად დაუპირისპირდა სოციალურ სტერეოტიპებს, რომლებიც ზღუდავდნენ ქალთა უფლებებს და მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში[2].

1950-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩაჰითი მუდმივად აკრიტიკებდა ქალთა მიმართ არსებულ უთანასწორობას: იგი საკუთარ პოეზიასა და სტატიებში გამოხატავდა სოფლის ქალების მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. მისი ნაშრომები ყურადღებას ამახვილებდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქალების განათლების დეფიციტი, პატრიარქალური ოჯახური სტრუქტურები და ქალთა შრომის არაღიარება[4].

1970-იან წლებში ნერიმან ჩაჰითი გახდა ერთ-ერთი პირველი ქალი, ვინც აქტიურად ჩაერთო პროფკავშირულ მოძრაობაში თურქი კვიპროსელი მასწავლებლების კავშირი (KTÖS)-ის მეშვეობით. ამ პერიოდში მან უფრო გამოკვეთილად დაიწყო ფემინისტური საკითხების წარმოჩენა როგორც პროფესიულად, ასევე პოეტურად. მისი გამოსვლები პროფკავშირულ შეკრებებზე, ასევე ჟურნალებსა და გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიები, მოიცავდა ქალთა შრომითი უფლებების, განათლების და პოლიტიკური მონაწილეობისთვის ბრძოლის მოთხოვნებს[2].

მისი მნიშვნელოვანი მონაპოვარი იყო ქალთა კვლევების ცენტრის დაფუძნება, რომელიც ემსახურებოდა ქალთა საკითხების კვლევას და ცნობიერების ამაღლებას კვიპროსზე[2]. ცენტრი თანამშრომლობდა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აწარმოებდა კვლევებს თემებზე, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, განათლების ხელმისაწვდომობა და გენდერული დისკრიმინაცია.

ჩაჰითის ლექსები — განსაკუთრებით ისეთი კრებულები, როგორიცაა თემა: ქალი (Konu: Kadın) — ითვლება ერთ-ერთ პირველ ფემინისტურ ტექსტად კვიპროსელ მწერლობაში. მისმა პოეტურმა ხმამ გახსნა გზა მომავალ თაობებში ქალებისთვის, რომლებიც ხმამაღლა საუბრობდნენ ქალთა უფლებებზე, თავისუფლებაზე და პიროვნულ თვითგამოხატვაზე[6].

სწორედ ნერიმან ჩაჰითის წყალობით, ფემინიზმი გახდა მნიშვნელოვანი ინტელექტუალური და საზოგადოებრივი დისკუსიის ნაწილი თურქი კვიპროსელების საზოგადოებაში, და მან შეძლო ეჩვენებინა, რომ ქალთა საკითხები უკავშირდება მთლიანი საზოგადოების პროგრესს.

  1. ↑ Turan, Metin. Çağdaş Kıbrıs Türk Şiirinde Eğilimler/Yönelimler. Çukurova University. ციტირების თარიღი: 26 იანვარი 2015.
  2. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 Ergüçlü, Süleyman. Neriman Cahit. erguclu.eu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აპრილი 2018. ციტირების თარიღი: 25 იანვარი 2015.
  3. ↑ Neriman Cahit. Cypnet. ციტირების თარიღი: 25 იანვარი 2015.
  4. 1 2 3 Neriman Cahit. თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 25 იანვარი 2015.
  5. ↑ TÜRKSOY Press Awards. TÜRKSOY. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 25 იანვარი 2015.
  6. ↑ Neriman Cahit - Poet, Feminist, Activist. Women Writers Cyprus. ციტირების თარიღი: 27 აპრილი 2024.[მკვდარი ბმული]