ნერვული ბოჭკოები
იერსახე

ნერვული ბოჭკოები — ნეირონების გამონაზარდები (აქსონები) თავის გარსიანად, რომლებიც ნერვულ იმპულსებს ატარებენ. ყველა ნერვული ბოჭკოს ცენტრში არის აქსონი, რომელიც შემოსილია სპეციალური გარსით, რომელსაც ქმნიან ნევროგლიის უჯრეები — ლემოციტები. ამ გარსის მიხედვით განარჩევენ უმიელინო და მიელინიან ნერვულ ბოჭკოებს. ადამიანისა და ხერხემლიანების ნერვული ბოჭკოები მიელინიანია. ფუნქციის მიხედვით განარჩევენ ორგვარ ნერვულ ბოჭკოს: აფერენტული და ეფერენტული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 391.