ნერეისისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნერეისისებრნი
Nereis succinea
Nereis succinea
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  რგოლოვანი ჭიები
კლასი:  მრავალჯაგრიანი ჭიები
რიგი:  Aciculata
ოჯახი:  ნერეისისებრნი
ლათინური სახელი
Nereidae

ნერეისისებრნი (Nereidae), მრავალაჯაგრიანი ჭიების ოჯახი, მათი სხეულის სიგრძე 4-90 სმ (უფრო ხშირად 5-10 სმ) აღწევს. ოჯახში დაახლოებით 350 სახეობაა. ბინადრობენ ზღვის სანაპირო ზოლის სოროებში. ნერეისისებრნი თევზების, გამრავლების პერიოდში კი — ფრინველების საკვებია. 1939-1941 წლებში აზოვის ზღვის ნერეისი (Nereis diversicolor) მასობრივად გადმოასახლეს კასპიის ზღვაში ზუთხისებრი და სხვა თევზების საკვებად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 7, გვ. 391, თბ., 1984