ნეპტუნის ბაზილიკა
ნეპტუნის ბაზილიკა Basilica di Nettuno | |
---|---|
![]() | |
მდებარეობა | იტალია, რომი |
ტიპი | ბაზილიკა |
ნეპტუნის ბაზილიკა (იტალ. Basilica di Nettuno) — რომში მარკუს ვიფსანიუს აგრიპას მიერ ნეპტუნეს პატივსაცემად და მისი საზღვაო გამარჯვებების — მილაცოზე, ნაულოხუსსა და აქციუმში — აღსანიშნავად აგებული ბაზილიკა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პანთეონის მახლობლად მდებარე ამ ანტიკური ბაზილიკის ნანგრევები იმპერატორ ადრიანეს დროს აღადგინეს, თუმცა მისი ახალი ფუნქცია ისტორიულ წყაროებში არაა მოხსენიებული. საინტერესოა, რომ მოგვიანებით, ადრიანეს პატივსაცემად აგებულ ტაძარს ზოგჯერ ამ ბაზილიკას შეცდომით ადარებდნენ.[1]
ეს სამშენებლო კომპლექსი მარსის ველის რეკონსტრუქციის ფარგლებში ძვ. წ. 33-25 წლებში აშენდა, რასაც, დიდი ალბათობით, ოქტავიანეს მიერ ილირიულ ომებში (ძვ. წ. 35-33) მოპოვებული ფინანსური რესურსები უზრუნველყოფდა. ამავე არქიტექტურულ ანსამბლში შედიოდა პანთეონი, სეპტა-იულია და აგრიპას საჯარო აბანოები.
არქიტექტურა და დეკორაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნეპტუნის ბაზილიკის არქიტექტურული კომპოზიცია ტრადიციულ რომაულ სამოქალაქო ბაზილიკებს ნაკლებად, ხოლო იმპერატორული ტერმების (რომაული აბანოების) ცენტრალურ დარბაზებს უფრო მეტად ჰგავს, IV საუკუნეში აგებული მაქსენტიუსის ბაზილიკის მსგავსად. მიუხედავად იმისა, რომ მისი მშენებლობა აგურისგან და დეკორატიული სტილისტიკა ადრიანეს მმართველობის პერიოდს, II საუკუნეს უკავშირდება, თავად ნაგებობის ისტორიული ფესვები იმპერიის ადრეულ, კერძოდ ავგუსტუსის ეპოქას, ძვ. წ. I საუკუნის ბოლოს მიეკუთვნება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lawrence Richardson Jr., s.v. "Basilica Neptuni", in A New Topographical Dictionary of Ancient Rome, Baltimore, JHU, 1992. ISBN 0801843006, p. 54.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lucentini, M. (31 December 2012). The Rome Guide: Step by Step through History's Greatest City. Interlink. ISBN 9781623710088.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ For example, in Eugénie Strong, Roman Sculpture from Augustus to Constantine, 1909, ripubblicato da Ayer Publishing, 1969, ISBN 0405022301, p. 243.