ნეპალ-ტიბეტის მესამე ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნეპალ-ტიბეტის მესამე ომი
თარიღი აპრილი, 1855 – მარტი, 1856
მდებარეობა ტიბეტი
შედეგი

ნეპალელების გამარჯვება

მხარეები
ტიბეტი, ცინის დინასტიის მმართველობის ქვეშ ნეპალის დროშა ნეპალი
მეთაურები
სეთია კაჯი ჯანგ ბაჰადურ რანა
ბამ ბაჰადურ კუნვარი
დჰირ შუმშერ კუნვარი
კრიშნა დოჯ კუნვარი
პრითვი დოჯ კუნვარი
ძალები
98,000 34,906

ნეპალ-ტიბეტის მესამე ომი — ბრძოლა მიმდინარეობდა 1855 წლიდან 1856 წლამდე ტიბეტში ტიბეტის მთავრობის ძალებსა (რომელიც მაშინ ცინის დინასტიის ადმინისტრაციული მმართველობის ქვეშ იყო) და შემოჭრილ ნეპალის არმიას შორის, რის შედეგადაც როგორც ტიბეტის, ასევე ნეპალის მხრიდან დიდი დანაკარგი იყო. 1856 წელს ომი დასრულდა თაპათალის ზავით.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1792 წლის სინო-ნეპალის ომის შემდეგ, ნეპალის მთავრობამ უარი თქვა ტიბეტში გავლენის ქონაზე და შეინარჩუნა მის საქმეებში ჩარევის უფლება.[2] ომში გამარჯვებით ცინის იმპერიამ ნეპალი მოხარკე სახელმწიფოდ აქცია. 1850-იან წლებში ჩინეთში აჯანყების ტალღა დაიწყო. განსაკუთრებით მწვავე იყო ტაიპინელთა აჯანყება. მიმდინარე შიდა არეულობებმა გაანადგურა ცინის დინასტიის შესაძლებლობები, პეკინისგან შორს გაემყარებინა იმპერიული ავტორიტეტი. ჯანგ ბაჰადურ რანამ დაინახა შესანიშნავი შესაძლებლობა ტიბეტში აღედგინა ნეპალის ძალაუფლება ჩინეთის მხრიდან ჩარევის საფრთხის გარეშე. [2]

1852 წელს ჯანგ ბაჰადური არასათანადოდ მოეპყრა საელჩოს, [3] შეურაცხყოფა მიაყენა ნეპალელ ნევარის მოვაჭრეებს ლასაში, გააჩაღა სასაზღვრო დავა კუთის მხარეში, რათა საკმარისი საფუძველი ჰქონოდა ტიბეტის მთავრობის მიმართ მოთხოვნების წარსადგენად,[4] რაც მოიცავდა ტერიტორიულ დათმობებსა და კომპენსაციის გადახდას. [4] მან ომი გამოაცხადა 1855 წლის მარტში [5] და 1855 წლის 17 აპრილამდე ვადა მისცა პირობების შესასრულებლად. [4]

ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზაფხულო კამპანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერიტორიული გაფართოებები შიგაცე /დიგარჩამდე

1855 წლის აპრილის დასაწყისში[6] ნეპალის ჯარები თავს დაესხნენ ტიბეტსა და ნეპალს შორის არსებულ მთავარ უღელტეხილს, ვალუნგჩუნგიდან ჯარამდე. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ გამაძლიერებლები 27000 კაცის შემადგენლობით, ოცდათექვსმეტი თოფითა და რვა ნაღმმტყორცნით.[6]

კერუნგის ღერძს მეთაურობდა გენერალი ბამ ბაჰადურ კუნვარი, 25728-კაციანი ჯარით. კუთის ღერძს მეთაურობდა გენერალი დჰირ სუმშერი 4678-კაციანი ჯარით. ჰუმლას და მუსტანგს მეთაურობდა გენერალი კრიშნა დჰოჯ კუნვარი 2500 მებრძოლით. ხოლო ოლანჩუნგგოლა ღერძს მეთაურობდა პოლკოვნიკი პრითვი დჰოჯ კუნვარი 2000 კაციანი ძალით. [5] სეტია კაჯი იყო ტიბეტის მთავარი მეთაური, რომლის შემადგენლობაშიც დაახლოებით 50000 მეომარი იყო. დიგარჩას ფრონტზე 8000 ტიბეტელი ჯარისკაცი იყო განლაგებული, ხოლო 40000 ჯარისკაცი კონცენტრირებული იყო ტინგრის მხარეში.[5]

3 აპრილს გენერალმა დჰირ შამშერმა დაამარცხა ტიბეტის მცირე რაზმი ჩუსანთან, აიღო კუთი და წავიდა სუნა გომპაში. [7] კერონგი დაიპყრო ბამ ბაჰადურმა წინააღმდეგობის გარეშე და ტიბეტის ძალები კუკურგჰატში, კერონგის ჩრდილოეთით გადანაწილდნენ, რის შემდეგაც ნეპალელებმა ძონგკაზე, ტიბეტის მთავარ პუნქტზე გადავიდნენ. ძონგკასთვის ბრძოლა 9 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც ტიბეტელებმა უკან დაიხიეს ტინგრისკენ. [7] ძონგკას აღება იყო კამპანიის ბოლო ქმედება, რის შემდეგაც დაიწყო მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. კამპანია ჯანგ ბაჰადურისთვის იმაზე ძვირი აღმოჩნდა, ვიდრე ის მოელოდა.

ზამთრის კამპანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოლაპარაკებები მაისიდან სექტემბრამდე მიმდინარეობდა მორიგების გარეშე. ნეპალმა ვერ შეძლო მორიგი კამპანიით დაეკისრებინა თავისი მოთხოვნები. ამასთანავე, მისი ხაზინა ამოწურული იყო ტიბეტში შეჭრისა და ოკუპაციის ხარჯებით, ხოლო ნეპალში წინააღმდეგობა გაიზარდა. ლასაში მოლაპარაკებების წარუმატებლობამ გამოიწვია საომარი მოქმედებების განახლება და ამჯერად ტიბეტის ჯარებმა შეტევა განახორციელეს. გენერალმა კალონ შატრამ, რომელიც მეთაურობდა ტიბეტის არმიას, 5 ნოემბერს დაიწყო ერთდროულად ორი შეტევა ნეპალის ბანაკებზე კუთისა და ძონგკას მიმართულებით. [8] გაკვირვებულმა ნეპალელებმა კუთიში 700 მებრძოლი დაკარგეს და გადარჩენილები საზღვრისკენ გაიქცნენ.[8] ძონგკაზე შეტევა ნაკლებად წარმატებული იყო, ამიტომ იქ გარნიზონი ალყაში მოექცა. [8] თავდასხმები უღელტეხილებში თოვლის სეზონს დაემთხვა. [8] ჯანგ ბაჰადურმა გაგზავნა გამაძლიერებელი რაზმი და დეკემბერში დჰირ შამშერმა დაიბრუნა კუთი, რომელიც გადაწვა, სანამ უკან დაიხევდა ლისტიში, ნეპალში. [8] ამ დროში პოლკოვნიკმა სანაკ სინგჰ ხათრიმ გაათავისუფლა ძონგკა. [9]

დასკვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოლაპარაკება განახლდა მას შემდეგ, რაც სამხედრო ოპერაციები შეჩერდა. ტიბეტელებს ეშინოდათ კამის ოლქში აჯანყების, ხოლო ნეპალის ფინანსები საკმაოდ მწირი იყო. [9] ნეპალის მოთხოვნა ათ მილიონ რუპიაზე შემცირდა ნომინალურ წლიურ გადასახადამდე და ნეპალს ტერიტორიული ამბიციებიც აღარ აწუხებდა. [9] თაპათალში ხელმოწერილი ხელშეკრულებით, ტიბეტელები შეთანხმდნენ, რომ გადაეხადათ ყოველწლიური სუბსიდია ათი ათასი რუპია ნეპალის დურბარისთვის და მიეცათ ნეპალის სავაჭრო სადგურისა და სააგენტოს დაარსების უფლება ლჰასაში. ტიბეტმა გადაიხადა თანხა ერთჯერადად, როგორც პირველი შენატანი, მაგრამ უარი თქვა მომდევნო წელს გადახდაზე, რამაც გამოიწვია ომის გაგრძელება ამ ორ ერს შორის.[10]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Marshall, Julie G. (2005). Britain and Tibet 1765-1947: a select annotated bibliography of British relations with Tibet and the Himalayan states including Nepal, Sikkim and Bhutan. Routledge. ISBN 9780415336475. p212
  • Paget, William Henry (1907). Frontier and overseas expeditions from India. 
  • Rose, Leo E. (1971). Nepal; strategy for survival. University of California Press. ISBN 9780520016439. 
  • Nepalese Army Headquarters (2010). The Nepalese Army. ISBN 9789937224727. 
  • Uprety, Prem (June 1996). „Treaties between Nepal and her neighbors: A historical perspective“. Tribhuvan University Journal. Kathmandu. 19 (1): 15–24. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-19. ციტირების თარიღი: Oct 19, 2013.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nepalese Army | नेपाली सेना. ციტირების თარიღი: 2017-02-05
  2. 2.0 2.1 Rose 1971, p. 108
  3. Led by Bhim Sen Rana after the death of Gambir Singh in Beijing
  4. 4.0 4.1 4.2 Rose 1971, p. 110
  5. 5.0 5.1 5.2 Nepalese Army HQ, p. 28
  6. 6.0 6.1 Page 1907, p. 77
  7. 7.0 7.1 Rose 1971, p. 111
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 Rose 1971, p. 113
  9. 9.0 9.1 9.2 Rose 1971, p. 114
  10. Page 1907, p. 78