ნეპალის სამეფო ოჯახის მკვლელობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნარაიანხიტის სასახლე-მუზეუმი-ნეპალი
დიპენდრა
უფლისწული დიპენდრა

ნეპალის სამეფო ოჯახის მკვლელობა —2001 წლის 1 ივნისს ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში, ნარაიანხიტის სამეფო სასახლეში, ნეპალის მონარქის რეზიდენციაში მომხდარი მასობრივი მკვლელობა, როდესაც ტახტის მემკვიდრემ, უფლისწულმა დიპენდრამ დახოცა თითქმის მთელი სამეფო ოჯახი და შემდეგ თავი მოიკლა.

მეფე ბირენდრა
მეფე ბირენდრა

ოფიციალური ვერსიით დანაშაული ჩაიდინა უფლისწულმა დიპენდრამ, რომელმაც შაშხანა М-16 ით და 9 მილიმეტრიანი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი MP5K-ით მოკლა 9 და  მძიმედ დაჭრა 5 ოჯახის წევრი. დაღუპულთა შორის იყვნენ დიპენდრას მშობლები,მეფე ბირენდრა და დედოფალი აიშვარია.

ამის შემდეგ პრინცი სასახლიდან გარეთ გავიდა და პარკში თავში ერთი გასროლით თავის მოკვლა სცადა. [1][2]

.მკვლელობის ოფიციალური მოტივი გახდა ოჯახური კამათი დიპენდრას საცოლის გარშემო. ტრაგედია მაშინ მოხდა, როდესაც უფლისწული ძლიერი ალკოჰოლური და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ მემკვიდრე უფლისწული  ხშირად ეხვეოდა უსიამოვნო ინციდენტებში ნარკოტიკების და ალკოჰოლის მოხმარების გამო. მაგალითად, 1999 წელს დიპენდრა პოლიციამ სიჩქარის გადაჭარბების გამო გააჩერა, მთვრალი უფლისწული იქით დაემუქრა სამართალდამცავებს იარაღით და მეტიც, ისინი ქალაქგარეთ გაიყვანა და იქ დატოვა.

გიანენდრა
გიანენდრა

მამის მკვლელობის შემდეგ, დიპენდრა ნეპალის დე იურე მეფე იყო სამი დღის განმავლობაში (გარდაცვალებამდე). მას შემდეგ, რაც იგი გარდაიცვალა 2001 წლის 4 ივნისს, ნეპალის მეფე გახდა გიანენდრა, გარდაცვლილი მეფის ბირენდრას ძმა, რომელიც მკვლელობის დროს სასახლეში არ იმყოფებოდა.[3]

საიმედო ინფორმაციის არარსებობამ და ეჭვმა, რომ მკვლელობა ხალხში ნაკლებად პოპულარული გიანენდრას  ინიცირებული იყო უფროს ძმასთან დაპირისპირების გამო, კატმანდუში არეულობები გამოიწვია. არეულობა რამდენიმე დღე გაგრძელდა. ნეპალში შექმნილმა ვითარებამ შეშფოთება გამოიწვია მეზობელ ინდოეთშიც.

ტრაგედიის გარემოებების გარკვევის მიზნით, მეფემ შექმნა სპეციალური კომიტეტი, რომელმაც გამოძიების დროს ოჯახის წევრების მკვლელობაში დაადანაშაულა უფლისწული დიპენდრა.ამის მიუხედავად, ნეპალის ბევრ მაცხოვრებელს არ სჯეროდა მოვლენების ოფიციალური ვერსიისა და არ ეთანხმებოდა კომიტეტის განაჩენს, რის შედეგადაც ამ ტრაგიკული მოვლენების კვალდაკვალ ოფიციალური ვერსიისგან განსხვავებით, სხვადასხვა შეთქმულების თეორია გაჩნდა.. 2001 წლის 1 ივნისის მოვლენებმა შეარყია ნეპალის მონარქიის ავტორიტეტი და, საბოლოოდ, გამოიწვია ქვეყნის გადასვლა მმართველობის რესპუბლიკურ ფორმაზე 2008 წელს. [4][5][6]

დაზარალებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაღუპულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მეფე ბირენდრა – მამა
  • დედოფალი აიშვარია – დედა
  • უფლისწული ნირაჯანი – ძმა
  • პრინცესი შრუტი – და
  • უფლისწული ჯირენდრა – მეფე ბირენდრას ძმა, რომელმაც უარი განაცხადა სამეფო ტახტზე
  • პრინცესა  შანტი – მეფე ბირენდრას და
  • პრინცესა შარადა – მეფე ბირენდრას და
  • პრინცესა ჯაიანტი – მეფე ბირენდრას დეიდაშვილი
  • კუმარ კხადგა – პრინცესა შარადას მეუღლე

 დაჭრილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პრინცესა შოვა – მეფე ბირენდრას და
  • კუმარ გორახი – პრინცესა შრუტის მეუღლე
  • პრინცესა კომალი – მეფე გიანენდრას მეუღლე
  • კეტაკი სინკჰი – მეფე ბირენდრას  დეიდაშვილი

თვითონ დიპენდრა დაიღუპა დღის შემდეგ.  კუმარ კხადგას დედა ბოჯ კუმარი შაჰი  შოკში ჩავარდა და გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც შვილის დაღუპვის ამბავი გაიგო. 

კონსპირაციული თეორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეფე ბირენდრა და მისი ვაჟი დიპენდრა დიდი პოპულარობითა და პატივისცემით სარგებლობდნენ ნეპალის მოსახლეობაში [5]. ტრაგედიის შემდეგ, ნეპალის მაოისტური პარტიის თავმჯდომარემ პუშპა კამალ დაჰალმა (პრაჩანდა) საზოგადოებრივ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მკვლელობა დაგეგმილი იყო ინდოეთის სადაზვერვო სააგენტოს (RAW) ან აშშ – ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) კვლევისა და ანალიზის განყოფილების მიერ.[7] ამ იდეების მომხრეები ირწმუნებიან, რომ გიანენდრამ ხელი შეუწყო ხოცვა-ჟლეტას, ტახტის ხელში ჩაგდების მიზნით. გიანენდრა ტახტზე ასვლას მხოლოდ ორივე ძმისშვილის – დიპენდრას და ნირაჯანის მოცილების შემდეგ შესძლებდა.

უფრო მეტიც, გიანენდრა და განსაკუთრებით მისი ვაჟი პრინცი პარასი ძალიან არაპოპულარულები იყვნენ საზოგადოებაში. მკველობის დღეს, როდესაც სამეფო ოჯახის წვრები სადილს ესწრებოდნენ, გიანენდრა იმყოფებოდა ფოხარაში.მისი მეუღლე კომალი, ვაჟი პარასი და ქალიშვილი პრერანა სროლის დროს სამეფო სასახლის ოთახში იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბირენდრას და დიპენდრას  ოჯახის ყველა წევრი დაიღუპა, გიანენდრას ოჯახიდან არავინ დაღუპულა. მისმა შვილმა მცირე დაზიანება მიიღო და გაიქცა [8], ხოლო მისი მეუღლე დაიჭრა, მაგრამ გადარჩა.[9]

  პოპ კულტურაში  [რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2002 წელს გამოვიდა ინდური ფილმი “სუპერ ვარსკვლავი“ ( ასევე ცნობილია „სულელი“-ს სახელით). ფილმში გადმოცემულია დიპენდრას სიყვარულის ისტორია და ნეპალის ოჯახის ტრაგედია.[10]
  • ნეპალის სამეფო ოჯახის მკვლელობის ისტორია გადმოცემულია დოკუმენტური ფილმის სერია Zero Hour მესამე სეზონში, რომელიც გადაღებულია გადარჩენილ თვითმხილველთა მონათხრობის საფუძველზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Garzilli, Enrica, "A Sanskrit Letter Written by Sylvain Lévi in 1923 to Hemarāja Śarmā Along With Some Hitherto Unknown Biographical Notes (Cultural Nationalism and Internationalism in the First Half of the 21st Cent.: Famous Indologists Write to the Raj Guru of Nepal – no. 1)", in Commemorative Volume for 30 Years of the Nepal-German Manuscript Preservation Project. Journal of the Nepal Research Centre, XII (2001), Kathmandu, ed. by A. Wezler in collaboration with H. Haffner, A. Michaels, B. Kölver, M. R. Pant and D. Jackson, pp. 115–149.
  • Garzilli, Enrica, "Strage a palazzo, movimento dei Maoisti e crisi di governabilità in Nepal", in Asia Major 2002, pp. 143–160.
  • Garzilli, Enrica, "A Sanskrit Letter Written by Sylvain Lévy in 1925 to Hemarāja Śarmā along with Some Hitherto Unknown Biographical Notes (Cultural Nationalism and Internationalism in the First Half of the 20th Century – Famous Indologists write to the Raj Guru of Nepal – No. 2)", in History of Indological Studies. Papers of the 12th World Sanskrit Conference Vol. 11.2, ed. by K. Karttunen, P. Koskikallio and A. Parpola, Motilal Banarsidass and University of Helsinki, Delhi 2015, pp. 17–53.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Bodyguards fired over Nepal royal massacre". Irish Times. 3 July 2001. Archived from the original on 25 April 2020. Retrieved 19 November 2019.
  2. Mullins, Lisa (1 June 2011). "Why Nepal's Crown Prince Went on a Killing Spree". PRI. Archived from the original on 12 February 2020. Retrieved 17 October2017.
  3. "Dipendra was innocent: witness". The Indian Express. 24 July 2008. Archived from the original on 30 September 2013. Retrieved 29 May 2012.
  4. "Prince blamed for Nepal massacre". BBC News. 14 June 2001. Archived from the original on 7 January 2009. Retrieved 31 May 2009.
  5. 5.0 5.1 "Nepalese diaspora fears for future". BBC News. 4 June 2001. Archived from the original on 22 March 2012. Retrieved 29 May 2012.
  6. Bearak, Barry (8 June 2001). "A Witness To Massacre In Nepal Tells Gory Details". New York Times. Archivedfrom the original on 1 April 2020. Retrieved 17 October2017.
  7. "Apathy, date quirk make Nepal forget royal massacre". The Times of India. 1 June 2011. Archivedfrom the original on 13 May 2013. Retrieved 29 May 2012.
  8. "Nepal's errant crown prince". BBC News. 5 June 2001. Archived from the original on 7 January 2009. Retrieved 31 May 2009.
  9. "Nepal queen leaves hospital". BBC News. 27 June 2001. Archived from the original on 7 January 2009. Retrieved 31 May 2009.
  10. "Stupid Movie". MeeTelugu.com. Archived from the original on 10 February 2010.