შინაარსზე გადასვლა

ნეპალის კონსტიტუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნეპალის კონსტიტუცია (ნეპ. नेपालको संविधान २०७२) ― ნეპალის მოქმედი კონსტიტუცია. ამჟამინდელი კონსტიტუცია მიღებულია 2015 წელს, რომელმაც 2007 წლის დროებითი კონსტიტუცია ჩაანაცვლა. ძალაშია 2015 წლის 20 სექტემბრიდან.[1][2] ნეპალის კონსტიტუცია იყოფა 35 ნაწილად. მოიცავს 308 მუხლს.[3]

კონსტიტუციის პროექტი მეორე საკონსტიტუციო ასამბლეამ შეიმუშავა, მას შემდეგ, რაც პირველმა საკონსტიტუციო ასამბლეამ დათქმულ პერიოდში პროექტი ვერ მიიღო 2015 წლის აპრილში მომხმდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ. კონსტიტუციას კანონმდებელთა 90%-მა დაუჭირა მხარი. საკონსტიტუციო ასამბლეა 598 წევრისგან შედგებოდა. მათგან 538-მა კონსტიტუციას დაუჭირა მხარი, ხოლო 60-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

კონსტიტუციის სტრუქტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტიტუცია 35 ნაწილისგან შედგება:

  1. შესავალი
  2. მოქალაქეობა
  3. ფუნდამენტური უფლებები და მოვალეობები
  4. დირექტიული პრინციპები, პოლიტიკა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობები
  5. სახელმწიფოს სტრუქტურა და ხელისუფლების დანაწილება
  6. პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი
  7. ფედერალური აღმასრულებელი ხელისუფლება
  8. ფედერალური საკანონმდებლო ხელისუფლება
  9. ფედერალური საკანონმდებლო პროცედურა
  10. ფედერალური ფინანსური პროცედურები
  11. სასამართლო ხელისუფლება
  12. გენერალური პროკურორი
  13. პროვინციული აღმასრულებელი ხელისუფლება
  14. პროვინციული საკანონმდებლო ხელისუფლება
  15. პროვინციული საკანონმდებლო პროცედურა
  16. პროვინციის ფინანსური პროცედურები
  17. ადგილიბრივი აღმასრულებელი ხელისუფლება
  18. ადგილობრივი საკანონმდებლო ხელისუფლება
  19. ადგილობრივი ფინანსური პროცედურები
  20. ურთიერთობა ფედერაციას, პროვინციებსა და ადგილობრივ დონეებს შორის
  21. ძალაუფლების ბოროტად გამოყენნების გამოძიების კომისია
  22. გენერალური აუდიტორი
  23. საჯარო სერვისების კომისია
  24. საარჩევნო კომისია
  25. ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისია
  26. ეროვნული ბუნებრივი რესურსებისა და ფისკალური კომისია
  27. სხვა კომისიები
  28. დებულებები ეროვნული უშიშროების შესახებ
  29. დებულებები პოლიტიკური პარტიების შესახებ
  30. საგანგებო მდგომარეობის დროს ძალაუფლება
  31. კონსტიტუციის დამატება
  32. სხვადასხვა
  33. გარდამავალი დებულებები
  34. განმარტებები და ინტერპრეტაციები
  35. სათაური, ძალაში შესვლა და გაუქმება

დამატებითი საკითხავი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. President promulgates Constitution of Nepal, 2072 en. ციტირების თარიღი: 9 July 2019
  2. Prez Yadav announces commencement of Constitution of Nepal 2072 en. ციტირების თარიღი: 9 July 2019
  3. Constitution of Nepal – Nepal Law Commission. ციტირების თარიღი: 9 July 2019