ნეპალის კომუნისტური პარტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნეპალის კომუნისტური პარტიანეპალის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია 1949 წლიდან 1962 წლამდე. იგი დაარსდა 1949 წლის 15 სექტემბერს ავტოკრატიული რანას რეჟიმის, ფეოდალიზმისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. დამფუძნებელი გენერალური მდივანი იყო პუშპა ლალ შრესტა. ნეპალის კომუნისტური პარტიის დამფუძნებელი წევრები იყვნენ მოტი დევი შრესტა, ნირანჯან გოვინდა ვაიდია, ნარ ბაჰადურ კარმაჩარია და ნარაიან ბილას ჯოში.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტიის ფორმირება და ადრეული წლები (1949–1951)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია ჩამოაყალიბა პუშპა ლალ შრესტამ, ნეპალის ეროვნული კონგრესის ყოფილმა წევრმა, რომელიც იმედგაცრუებული იყო პარტიაში შიდა დაპირისპირებითა და რანასთან თანამშრომლობის სურვილი ჰქონდა. ნეპალის ეროვნული კონგრესიდან წასვლის შემდეგ, რომელიც მოგვიანებით გახდება ნეპალის კონგრესი, ის შთაგონებული იყო მარქსისტული ლიტერატურული კრიტიკით და 1949 წლის აპრილში გამოაქვეყნა კომუნისტური მანიფესტის ნეპალურ ენაზე თარგმნილი ვერსია. პირველ რიგში განსახორციელებელი გეგმები იყო ნეპალის ეროვნული კონგრესში მემარცხენე ჯგუფის ან მუშათა პარტიის შექმნა, მაგრამ ეს საბოლოოდ არ განხორციელდა.

შრესტა, რომელიც იმ დროს კოლკატაში იმყოფებოდა, შეუერთდა კემპბელის სამედიცინო სკოლაში მარქსისტულ სასწავლო წრეს. ჯგუფის წევრები იყვნენ კეშარ იუნგ რაიამაჯი, რომელიც სწავლობდა კემპბელში და მენ მოჰან ადიკარი, რომელიც იმ დროს სწავლობდა ბენარასში.[1] 1949 წლის 22 აპრილს პუშპა ლალი გახდა პარტიის საორგანიზაციო კომიტეტის მდივანი.

1949 წლის 15 სექტემბერს ნეპალის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა საორგანიზაციო კომიტეტმა გამოაქვეყნა პაჩიკ პრაჩარ პატრას პირველი ნომერი, როგორც პარტიის მანიფესტი. თარიღი სიმბოლური იყო, რადგან ზუსტად ას სამი წლის წინ ჯანგ ბაჰადურ რანამ დაიწყო რანას რეჟიმი ნეპალში კოტის ხოცვა-ჟლეტის განხორციელების შემდეგ.[2] ნეპალის კომუნისტური პარტიის პირველ ცენტრალურ კომიტეტში შრესტას გარდა არ შედიოდნენ თავდაპირველი საორგანიზაციო კომიტეტის სხვა წევრები. პირველი ცენტრალური კომიტეტის წევრები იყვნენ მან მოჰან ადიკარი, ტულსი ლალ ამატია, შაილენდრა კუმარ უპადიაია და ინდოეთის კომუნისტური პარტიის წევრი აიოდჰია სინგჰი.[1]

ნეპალის კომუნისტურმა პარტიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1951 წლის აჯანყებაში, რომელმაც დაამხო რანას რეჟიმი. პარტია იყო გაერთიანებული დემოკრატიული ფრონტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, მცირე კომუნისტურ და მემარცხენე ჯგუფებთან ერთად. UDF-მა მოაწყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობები და ასევე მოითხოვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება.[3]

აკრძალვა (1952–1954)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1952 წლის 8 ივნისს კისან სანგმა (ფერმერთა კავშირი), ნეპალის კომუნისტური პარტიის ფერმერთა ფრთამ, გამოაცხადა აჯანყება მემამულეების წინააღმდეგ და მოითხოვა მიწების დარიგება უმიწო გლეხებზე. იანვარში, რაკშია დალის მიერ კუნვარ ინდერჯიტ სინგჰის ხელმძღვანელობით განხორციელდა გადატრიალების მცდელობა. პარტიას ეკავა აეროდრომი, რადიოსადგური, ფოსტა და ტელეგრაფი სინგჰა დურბარში. ისინი მოითხოვდნენ მრავალპარტიული მთავრობის ჩამოყალიბებას, რომელშიც შევიდოდნენ კომუნისტები.სამხედრო ჩარევის შედეგად სინგჰი დააკავეს. ამ მოვლენის შედეგად, 1952 წლის 24 იანვარს ნეპალის კომუნისტური პარტია აიკრძალა.[3][4] პარტიამ 1953 წლის კატმანდუს მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და მოიპოვეს ხმების ნახევარი და ცხრამეტკაციანი საბჭოს ექვსი ადგილი.[5]

პირველი საყოველთაო კონვენცია (1954–1958)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მან მოჰან ადიკარი, ნეპალის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი 1954 წლიდან 1957 წლამდე იყო. 1954 წელს პატანში, ლალიტპურში ფარულად გაიმართა პარტიის პირველი ყრილობა. მან მოჰან ადიკარი აირჩიეს პარტიის გენერალურ მდივნად, პარტიამ ასევე დაამტკიცა რესპუბლიკური სისტემის პროგრამა, რომელსაც მონარქიზმი უნდა შეეცვალა. ის ჩამოყალიბებული იყო არჩეული დამფუძნებელი ასამბლეის მიერ.[6]

1956 წელს, როდესაც ტანკა პრასად აჩარიას ხელმძღვანელობით მთავრობა გახდა ნეპალის კომუნისტური პარტიის მოკავშირე, პარტიას უნდა მიეღო კონსტიტუციური მონარქია, როგორც პირობა, რათა მოეხსნათ პარტიის აკრძალვა. 1956 წლის აპრილში პარტიაზე აკრძალვა მოიხსნა.[6] შემდგომში პარტიამ აჩვენა მონარქიის მიმართ პატივისცემა, რაც კომუნისტური მოძრაობების უმეტესობას არ ჰქონდა.[4] 1957 წელს კატმანდუში გაიმართა პარტიის მეორე ყრილობა. პარტიას პირველად შეეძლო ყრილობის ღიად გამართვა და გენერალურ მდივნად კეშარ იუნგ რაიამაჯი აირჩიეს.

პირველი არჩევნები და სამეფო გადატრიალება (1959–1961)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტიამ მონაწილეობა მიიღო 1959 წლის ნეპალის საყოველთაო არჩევნებში და მოიპოვა ოთხი ადგილი წარმომადგენელთა პალატაში. ტულსი ლალ ამატია აირჩიეს პარტიის საპარლამენტო პარტიის ლიდერად წარმომადგენელთა პალატაში.[7] ნეპალის კომუნისტურ პარტიას ჰყავდა ერთი წევრი სენატში (ზედა პალატა), სამბჰუ რამ შრესტა აირჩიეს 1959 წელს. როდესაც მეფე მაჰენდრამ აიღო ძალაუფლება და დაიწყო მმართველობა, პარტიაში ორი ძირითადი ბლოკი განვითარდა.[6] ბლოკმა, რომელსაც კეშარ იუნგ რაიამაჯი ხელმძღვანელობდა, მხარი დაუჭირა სამეფო გადატრიალებას, ხოლო მეორე ბლოკმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტულსი ლალ ამატია, მოუწოდა გადატრიალების წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლისკენ.[8] 1961 წლის დასაწყისში ყველა პოლიტიკური პარტია აიკრძალა. ნეპალის პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ რეპრესიების ტალღა ხელისუფლებამ წამოიწყო. რაიამაჯიმ გამოხატა გარკვეული რწმენა მონარქიის მიმართ, რამაც გამოიწვია მწვავე რეაქცია პარტიის სხვა სექტორების მხრიდან.

კონფლიქტის მოსაგვარებლად ცენტრალური პლენუმი მოიწვიეს ინდოეთში, დარბჰანგაში, რადგან სამეფო ბრძანებულებით ნეპალში ყველა პოლიტიკური შეკრება აიკრძალა. პლენუმმა ერთხმად მიიღო შეიარაღებული ბრძოლის ხაზი, რომელიც შემოთავაზებული იყო პუშპა ლალის მიერ.[2] ახლა პარტიაში გაჩნდა პროკონსტიტუციური მონარქიის ხაზი, რომელსაც რომელსაც სურდა დაშლილი პარლამენტის აღდგენა და ფართო მასობრივი მოძრაობების დაწყება პუშპა ლალის ხელმძღვანელობით და ხაზი, რომელიც ემხრობოდა საკონსტიტუციო ასამბლეას. ეს უკანასკნელი ხაზი გამარჯვებული გამოვიდა, მაგრამ მისი ერთადერთი წარმომადგენელი ცენტრალურ კომიტეტში იყო სინგჰი.

გაყოფა და დაშლა (1962)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1962 წლის აპრილში პარტიის ერთმა ნაწილმა მოიწვია პარტიის მესამე ყრილობა ვარანასიში, ინდოეთში. ყრილობამ დაამტკიცა ტულსი ლალ ამატიას მიერ შემოთავაზებული ეროვნულ-დემოკრატიული რევოლუციის პროგრამა. ამატია აირჩიეს გენერალურ მდივნად.[2] კონგრესმა გააძევა რაიამჯი, რომელიც მხარს უჭერდა მონარქიას და არ ცნო ეს ყრილობა ლეგიტიმურად. პარტია შემდეგ გაიყო ნეპალის კომუნისტურ პარტიად (ამატია) და ნეპალის კომუნისტურ პარტიად (რაიამჯი).[8]

იდეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1950-იან წლებში ნეპალის კომუნისტური პარტიის მთავარი მიზანი იყო ნეპალის რესპუბლიკად გარდაქმნა, მოგვიანებით ათწლეულის განმავლობაში პარტიამ მიიღო კლასობრივი ბრძოლის ლენინისტური პრინციპები ქალაქზე და ელიტაზე ორიენტირებული. პარტია ასევე აკრიტიკებდა ნეპალის კონგრესს. იგი ეწინააღმდეგებოდა იმას, რასაც ინდოეთის კულტურულ იმპერიალიზმს უწოდებდა.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 नेकपाको ७१ वर्षे इतिहास : स्थापनाको १३ वर्षसम्म विवाद, त्यसपछि फुटैफुट. ციტირების თარიღი: 2022-06-01
  2. 2.0 2.1 2.2 Gurung, M. D. (1977). „Communist Movement in Nepal“. Economic and Political Weekly. 12 (44): 1849–1852. ISSN 0012-9976. JSTOR 4366057.
  3. 3.0 3.1 Levi, Werner (1953). „Government and Politics in Nepal: II“. Far Eastern Survey. 22 (1): 5–10. doi:10.2307/3024691. ISSN 0362-8949. JSTOR 3024691.
  4. 4.0 4.1 Sinhas Abstracts: Volume 2, No. 2 (2 June 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 February 2007. ციტირების თარიღი: 14 July 2021.
  5. Levi, Werner (1956). „Politics in Nepal“. Far Eastern Survey. 25 (3): 39–46. doi:10.2307/3023744. ISSN 0362-8949. JSTOR 3023744.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Khadka, Narayan (1995). „Factionalism in the Communist Movement in Nepal“. Pacific Affairs. 68 (1): 55–76. doi:10.2307/2759768. ISSN 0030-851X. JSTOR 2759768.
  7. Sapkota, Dhakaram (December 2016). „Samakālīna nētāharusam̐ga manamōhana ādhikārīkō sambandha“ समकालीन नेताहरुसँग मनमोहन आधिकारीको सम्बन्ध [Manmohan Adhikari's Relationship with Contemporary Leaders]. Tribhuvan University Journal. XXX (2).
  8. 8.0 8.1 Parajuleɛ, Ramjee P. (2000). The Democratic Transition in Nepal. Lanham, Maryland: Rowman & Littlefield, გვ. 72. ISBN 978-0-8476-9577-5.