შინაარსზე გადასვლა

ნეპალის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნეპალი
ნეპალის რუკა
ნეპალის რუკა
კონტინენტიაზია
რეგიონისამხრეთი აზია
გეოგრაფიული კოორდინატები28°00′ ჩ. გ. 84°00′ ა. გ. / 28.000° ჩ. გ. 84.000° ა. გ. / 28.000; 84.000
ფართობი147 181 კმ²
სანაპირო ხაზი0 კმ
საზღვრები ქვეყნებთანჩინეთი 1 236 კმ, ინდოეთი 1 690 კმ
უმაღლესი წერტილიმთა ევერესტი
8 848
უგრძესი მდინარეგჰაგჰრა
უდიდესი ტბარარა

ნეპალი სამხრეთ აზიაში მდებარეობს. ქვეყნის ტერიტორია მთიანია. ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გადაჭიმულია ერთმანეთისგან ხეობებითა და ქვაბულებით გამოყოფილი მთების ორი ზოლი. ჩრდილოეთის ზოლს ქმნის ჰიმალაის ცენტრალური ნაწილის სამხრეთი კალთები. ნეპალის ჩრდილო და აღმოსავლეთ საზღვართან აღმართულია ჯომოლუნგმა (8 848 მ) და კანჩენჯანგა (8 585 მ). მეწინავე ქედები შედარებით დაბალია (მაჰაბჰარატი, სიმაღლე 2 959 მ-მდე). მთათაშუეთი ბორცვიანი და დაბალმთიანია. სამხრეთით მდებარეობს ინდ-განგის ვაკის ჩრდილოეთი კიდე.

სასარგებლო წიაღისეული

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეპალში სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება:

ნეპალში უმთავრესად სუბეკვატორული მუსონური ჰავაა. მკვეთრადაა გამოხატული სიმაღლებრივი სარტყულობა. სამხრეთში იანვრის საშუალო ტემპერატურაა 15°C, მთათაშუა ქვაბულებში 0 — 10°C. 4 000 მეტრზე მაღლა წლის უმეტეს დროს უარყოფითი ტემპერატურაა. სამხრეთში ივლისის საშუალო ტემპერატურა 30°C-მდეა, მთათაშუა ქვაბულებში 20°C-მდე, 4,5 — 5 ათას მ-ზე 10°C-მდე ეცემა. სამხრეთ მთისძირსა და მთის კალთებზე ნალექები 2 000 მმ-ზე მეტია წელიწადში, ქვაბულებში — 1 500 მმ-ზე ნაკლები.

ჰიდროსისტემა და ბუნება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეპალის მდინარეები (კარნალი, განდაკი, კოსი, ბაგმატი) განეკუთვნება განგის აუზს. ქვეყანაში დიდი ტბები არ არის. ჰიმალაის ძირში და მთისწინეთის სამხრეთ კალთებზე ალუვიურ და მთის ყვითელმიწა ნიადაგებზე მარადმწვანე და ფოთოლმცვივანი ფართოფოთლოვანი ტყეებია; 3 000 მ-ზე მაღლა — წიწვოვანი ტყეები, 4 000 მ-ზე მაღლა მთა-მდელოს ნიადაგებზე ბუჩქნარი, სუბალპური და ალპური მდელოებია.

ჯუნგლებში ბინადრობს სპილო, ვეფხვი, ჯიქი, მარტორქა, გარეული ღორი, მაიმუნები, ფრინველებიდან - თუთიყუში, ფარშევანგი; მთაში — ჰიმალაის დათვი, ირბისი, ნიამორი და სხვა. ნეპალში რამდენიმე ეროვნული ნაკრძალია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]