ნეოენდემები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნეოენდემები (ნეო... და ბერძნ. endemos — ადგილობრივი) — მცენარეთა და ცხოველთა ენდემური სახეობები (ან გვარები), რომელთა არეალის სიმცირე განპირობებულია იმით, რომ მათ ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს განსახლება. ჩვეულებრივ, ფლორისა და ფაუნის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ქმნიან ახლონათესაური სახეობების ჯგუფებს. ნეოენდემებია აბზინდას ან გლერძის სახეობები შუა აზიაში, კავკასიური შურთხი კავკასიაში და სხვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]