ნენდო
| მშობ. სახელი: ინგლ. Nendo | |
|---|---|
|
სანტა-კრუსის კუნძულების რუკა | |
| გეოგრაფია | |
| 10°42′36″S 165°49′48″E / 10.710° ს. გ. 165.830° ა. გ. | |
| მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
| კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
| ფართობი | 505,5 კმ² |
| სიგრძე | 40 კმ |
| სიგანე | 22 კმ |
| უმაღლესი წერტილი | 549 მ |
| პროვინცია | ტემოტუ |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 9911 (1999) |
| სიმჭიდროვე | 19,606 ად. /კმ² |
ნენდო (ინგლ. Nendo) — ყველაზე დიდი და მთავარი კუნძული სანტა-კრუსის კუნძულების ჯგუფში. კუნძულის ალტერნატიული დასახელებებია — სანტა-კრუსის კუნძული, ნდენი, ნიტენდი და ნდენდე. ადმინისტრაციულად შედის მელანეზიური სახელმწიფო სოლომონის კუნძულების ტემოტუს პროვინციის შემადგენლობაში. ნენდოდან დაახლოებით ერთ კილომეტრში მდებარეობენ მომცრო კუნძულები მალო და ნიბანგა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულ ნენდოს ფართობი შეადგენს 505,5 კმ²-ს. ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილი მდებარეობს 549 მეტრ სიმაღლეზე. ნენდოს სიგრძე შეადგენს დაახლოებით 40 კმ-ს, სიგანე — 22 კმ-ს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძული 1595 წელს აღმოაჩინა ესპანელმა მოგზაურმა ალვარო მენდანია დე ნეირამ, რომელმაც მას დაარქვა სანტა-კრუსის კუნძული.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულ ნენდოს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 9911 ადამიანს[1] (1999) (ძირითადად მელანეზიელები). კუნძულზე მდებარეობს ტემოტუს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ლატა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ *Solomonislands.com.sb დაარქივებული 2008-01-20 საიტზე Wayback Machine. John Search. ნენდოს კუნძული. (ინგლისური)