ნემრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნემრა

ბიოგრაფია
წარმოშობა ერევანი, სომხეთი
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 2012-დღემდე
წევრები
საიტი nemraband.com
ნემრა ვიკისაწყობში

ნემრა (ინგლ. Nemra) — სომხური ალტერნატიული როკ-ჯგუფი ერევნიდან, რომელიც 2012 წელს ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში არიან: ვან იეგიაზარიანი, (წამყვანი ვოკალი, მთავარი გიტარა) ვასპურ იეგიაზარიანი, (ბას-გიტარა, ბექ ვოკალი) მარიანა კარაკეიანი (კლავიშებიანი, ბექ ვოკალი) და მარეკ ზაბორსკი (დრამი). ჯგუფის სიმღერების უმეტესობა ინგლისურენოვანია, ასრულებენ ალტერნატიული ხალხური სიმღერების ქავერ-ვერსიებსაც.

ნემრას გამოშვებული აქვს ერთი ალბომი, სახელწოდებით Mubla[1] და 11 მუსიკალური ვიდეო.

ჯგუფი წარმოდგენებს მართავს ფართო აუდიტორიის წინაშე, ღია სივრცეებში და მუსიკალურ ფესტივალებზე.[2] ისინი ხშირად გამოდიან ცნობილ სომხურ სატელევიზიო პროგრამებში: „Arena Live“,[3] „Nice Evening“, „Vinyl“[4] და „Little Big Shots“.

ნემრამ გადალახა ეროვნული შესარჩევი ტური, რათა 2018 წლის ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში მიეღო მონაწილეობა სიმღერით „I’m a Liar“.[5] ჯგუფმა შესარჩევ კონკურსში მეორე პოზიცია დაიკავა. 2018 წლის „Swallow Music Awards“-ზე ნემრა წლის საუკეთესო როკ ჯგუფად დასახელდა.[6] ჯგუფმა სასცენო მოღვაწეობის ექვსი წლის თავი აღნიშნა ერევნის სახელმწიფო თოჯინების თეატრში, სადაც ჩაატარა ორი ღონისძიება: პირველი 6 აპრილს და მეორე 31 მაისს.

ნემრა მხარს უჭერდა სომხეთის 2018 წლის რევოლუციას და 25 აპრილს ჯგუფი საკონცერტო ფორმით შეუერთდა მოძრაობას.[7] 7 მაისს ნემრამ რესპუბლიკის მოედანზე მისასალმებელი კონცერტი გამართა სერჟ თანქიანის, ნიკოლ ფაშინიანის და მოძრაობის მონაწილეებისათვის, სადაც ათასობით ადამიანის წინაშე შეასრულეს ჯგუფის კარგად ნაცნობი სიმღერები.

2018 წლის 5 დეკემბერს ნემრამ ახალი სიმღერა და ვიდეო გამოუშვა სახელწოდებით „Because”.[8] მალევე 21 დეკემბერს კიდევ ერთი სიმღერის — „The past has passed“ პრემიერა შედგა, რომლის მუსიკალური ვიდეო კიევშია გადაღებული.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები
  • MUBLA (2016)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mubla, 2016-03-28, http://open.spotify.com/album/3knn7MbTXsXPxavn23S5JS. წაკითხვის თარიღი: 2018-03-13
  2. Yerevan Summer 2017: Rock concert at the Freedom square (photo, video). news.am (2 July 2017).
  3. Nemra. Shant TV (2 ივლისი, 2016).
  4. Vinyl en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-09. ციტირების თარიღი: 2018-04-15
  5. Armenia First Five Acts Qualify For Depi Evratesil Final en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-12. ციტირების თარიღი: 2018-04-15
  6. «Ծիծեռնակ 2018»-ի ուշագրավ դրվագները եւ ֆոտոշարքը Armenian. bravo.am.
  7. „Հանրապետության հրապարակում Նիկոլ Փաշինյանը կոչ արեց շարունակել քաղաքացիական անհնազանդության ակցիաները(ուղիղ միացում) - Հետք - Լուրեր, հոդվածներ, հետաքննություններ“ (სომხური).
  8. Nemra-ն նոր տեսահոլովակ է ներկայացրել.