ნელი გვასალია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნელი გვასალია
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 28 მარტი, 1943(1943-03-28) (80 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ნელი გვასალია (დ. 28 მარტი, 1943, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი.

1967 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი.

1967 წლიდან მუშაობდა „თბილქალაქპროექტში“. 1975 წლიდან „საქქალაქპროექტში“ იყო არქიტექტურული ჯგუფის ხელმძღვანელი და პროექტის მთავარი არქიტექტორი. ავტორია რამდენიმე დიდი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობის პროექტისა: სასტუმრო და დასასვენებელი სახლები ქუთაისში, კინდღში და ბაკურიანში, სასტუმრო რუსთავში, ჟურნალისტების საცხოვრებელი სახლი თბილისში და დრამატული თეატრის შენობა რუსთავში. 2000 წელს მიენიჭა კემბრიჯის (ინგლისი) საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის მიერ საპატიო წოდება საუკუნის „გამოჩენილი ხელოვანი და არქიტექტორი“ ვერცხლის მედლით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]