ნელი ალექსიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ნელი ალექსანდრეს ასული ალექსიძე (დ. 12 დეკემბერი, 1921, თბილისიგ. 6 დეკემბერი, 2012, იქვე[წყარო არ არის მითითებული 163 დღე]) — ქართველი მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1949 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, უმთავრესად მუშაობდა დაზგური ქანდაკების დარგში. ალექსიძის ძერწვის რეალისტური მანერა სადა და გამომსახველია. მისი მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: „ცეკვა ქართული“ (1951, თაბაშირი); „მოცეკვავე ქალი დაირით“ (1953, ფაიანსი); აკადემიკოს ნ. ყიფშიძის პორტრეტი (1952, მარმარილო) ყველა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი; აკადემიკოს ნ. ყიფშიძის პორტრეტი (ბრინჯაო) თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეზოში; „მედიცინის და“ (1964, თაბაშირი); გენერალ-მაიორი ე. კობერიძის პორტრეტი (1965, მარმარილო; ორივე საქართველოს სახელმწიფო გალერეა); ი. გრიშაშვილის პორტრეტი (1966, ბრინჯაო მთაწმინდის პანთეონი); ი. ალექსიზე, ვ. ჭაბუკიანი, ვ. წიგნაძე და ზ. კიკალეიშვილი, ბალეტი „გორდა" (ბრინჯაო); კ. ვირსალაძის, ლ. გეგელიას, მ. მახარაძის პორტრეტები (ტერაკოტა, კერძო მფლობელობაში); შადრევანი „სამაია" (თანაავტორები გ. ქართველიშვილი, თ. ჭყონია) (60-იან წწ, ბრინჯაო) თბილისში, ვერაზე და გაგრაში, ავტოსადგურის ტერიტორიაზე, და სხვა.[წყარო არ არის მითითებული 163 დღე]

ამავე დროს (1951-1980 წწ) ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელსა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.[წყარო არ არის მითითებული 163 დღე]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]