ნეკი (მომღერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნეკი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ფილიპო ნევიანი
დაბ. თარიღი 6 იანვარი, 1972 (1972-01-06) (52 წლის)[1]
დაბ. ადგილი სასუოლო, იტალია
წარმოშობა იტალიელი
ჟანრ(ებ)ი პოპი, როკი, ლათინო პოპი
საქმიანობა მომღერალ-კომპოზიტორი
აქტიური 1991
საიტი nekweb.com
ნეკი ვიკისაწყობში

ფილიპო „ნეკ“ ნევიანი (Filippo Neviani) (დ. 6 იანვარი, 1972, სასუოლო, მოდენას პროვინცია, იტალია) — იტალიელი მომღერალი-კომპოზიტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ნეკმა პირველად 8 წლის ასაკში მოკიდა ხელი გიტარას და დასარტყამ ინსტრუმენტებს. დღესდღეობით იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული მომღერალია ყველა დროის იტალიელი მომღერლებიდან.

1985 წელს ნეკი დუეტ "Winchester"-ში მღეროდა, ხოლო 90-იან წლებში კი ჯგუფ "White Lady"-ში. 1991-ში ნეკმა სოლო კარიერის დაწყება გადაწყვიტა და მან კასტროკაროს ფესტივალში გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება, სადაც მე-2 ადგილზე გავიდა. 1992 წელს მისი 1-ლი სოლო ალბომი გამოდის სახელწოდებით "Nek". 1993-ში კი იგი სანრემოს ფესტივალზე იღებს მონაწილეობას, სიმღერით "In te (il figlio che non vuoi)" (შენში ბავშია, რომელიც არ გინდა) და მე-3 ადგილზე გადის. 1997 წელს გასაკვირად მან ვერ მიიღო ადგილი სანრემოს ფესტივალზე სიმღერით "Laura non c'è" (ლაურა აღარაა), თუმცა ეგ სიმღერა მალე ჰიტად იქცევა და ყველა ჩარტში თითქმის 1-ლ ადგილს არავის უთმობდა. სიმღერა დაწერილია ლაურაზე, რომელიც ნეკს უყვარდა, თუმცა იგი წავიდა.

შემდეგ გამოდის მისი ახალი ჰიტი "Sei grande" (შენ უკვე დიდი ხარ) და იგი ევროპაში მიემგზავრება ტურნეზე. მაგ დროის განმავლობაში მან შეძლო უამრავი დისკის გაყიდვა მისი მე-4 ალბომის "Lei, gli amici e tutto il resto" (ის, მეგობრები და სხვა დანარჩენი), შემდეგ იგი ლათინო ამერიკაში განაგრძობს ტურნეს და დისკიც გამოდის ესპანურად. 1999 წელს გამოდის მისი ალბომი "In due" (სათანადო), სადაც შესულია მისი ჰიტები როგორებიცაა "Se io non avessi te" (შენ რომ არ მყავდე) და "Se una regola c'è" (თუ არის რამე რეცეპტი).

2000 წელს გამოდის მისი 10 წლის განმავლობაში შეკრებილი ჰიტები ალბომში "L'anno zero - The best of", თან არა მარტო იტალიურ ენაზე, არამედ ესპანურადაც. ესპანურ "Lo mejor de Nek - El año cero" ალბომში შესულია ძველი ჰიტები და ასევე ორი ახალი სიმღერა დანიელ რონდოს დაწერილი: "Almeno stavolta" (ამ ჯერზე მაინც) და "L'anno zero" (წელი ნოლი).

ამ პერიოდში მან თავისი ერთი ჰიტი "Laura non c'è" დუეტში ფრანგ მომღერალთან სერენასთან ჩაწერა, რაც მსმენელი 2-მაგად მოხიბლა ამ მუსიკამ. 2005 წელს ნეკის ახალი ალბომი "Una parte di me" (ჩემი ნაწილები) გამოდის, სადაც ყველაზე ლამაზ სიმღერად "Lascia che io sia" (ნება მომეცი ვიყო) დასახელდა. ამ სიმღერითვე ნეკმა ფესტივალბარის კონკურსი მოიგო, ასევე ჩარტებშიც ლიდერობდა მისი ეს კომპოზიცია.

2006-ში ახალი ალბომი "Nella stanza 26" (26 ნომერი) გამოდის, ასევე ესპანურადაც "En el cuarto 26". სიმღერები ამ ალბომში დაწერილია უფრო სოციალურ თემებზე, უმეტესად როგორიცაა პროსტიტუცია იტალიაში, რაც ძალიან გაიზარდა, მას ერთხელ წერილიც კი მოუვიდა სადაც ერთ-ერთი მეძავი წერდა რომ იგი ვალდებული იყო ამ საქმით დაკავებულიყო, რათა ოჯახი შეენახა. ზუსტად ამ სიტუაციის და მომენტის გამო დაწერა ნეკმა სიმღერები ამ ალბომში.

ალბომიდან "Notte di febbraio" (თებერვალის ღამეები) ძალიან ბევრი ჰიტი გამოვიდა, მაგალითად "Instabile" (შეცვლადი); "Ancora un giorno di te" (კიდევ ერთი შენი დღე); "Serenità" (სიბრძნე).

სიმღერა "Nella stanza 26"-ს გამო ნეკმა ლუნეციის პრემია მიიღო - პოეზია როკში 2007.

2008 წელს ნეკმა დუეტი იმღერა კრეიგ დევიდთან სიმღერით "Walking Away", რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო ბრიტანულ მუსიკაში. 2009-ში ივნისში ნეკმა მისი ჯერჯერობით ბოლო ალბომი "Un'altra direzione" (სხვა მიმართულებით) გამოუშვა. ალბომში შესულია 12 სიმღერა, მასში ასევე "Walking Away" შევიდა. ეს ალბომი 2 თვის შემდეგ ასევე ესპანურ ენაზეც გამოვიდა.

2011 წელს ნეკმა დუეტში ლ'აურასთან იმღერა სიმღერა "Eclissi del cuore" (გულის დაბნელება), რომელიც 80-იანი წლების ბონი ტაილერის ვერსია იყო. მართალია დღეს ისე ხშირად აღარ წერს ნეკი სიმღერებს, მაგრამ მისი ჰიტები კვლავ აქტუალურია და მსმენელიც ძალზედ ბევრი ჰყავს.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს ნეკმა ცოლად პატრისია ვაკონდიო მოიყვანა. მათ ყავთ შვილი ბეატრის ნევიანი, რომელიც 2010 წლის 12 სექტემბერს დაიბადა.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]