ნეიშტადტის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნეიშტადტის ლიტერატურული პრემია)
პრემიის ბუმბული

ნეიშტადტის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია — ლიტერატურული პრემია, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, რომელსაც გასცემს ოკლაჰომის უნივერსიტეტი და მისი ლიტერატურული გამოცემა World Literature Today.[1] მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიად. ხშირად ადარებენ ნობელის პრემიას ლიტერატურის დარგში და „ამერიკულ ნობელსაც“ უწოდებენ, რადგან 42 წლის მანძილზე გამოვლენილმა 30 ლაურეატმა შემდეგში ნობელის პრემიაც მიიღო.[2][3][4] ნობელისგან განსხვავებით, იგი გაიცემა არა ერთი კონკრეტული ნაწარმოებისთვის, არამედ მთლიანი მოღვაწეობისთვის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეიშტადტის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია 1969 წელს Books Abroad-ის გამომცემელმა ივარ ავასკმა დააარსა როგორც Books Abroad-ის საერთაშორისო ლიტერატურული პრიზი. შემდეგში მას ნეიშტადტის პერმია დაარქვეს, ამჟამინდელი სახელი კი 1976 წელს ეწოდა. იგი პირველი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიაა, რომელიც სათავეს შეერთებული შტატებიდან იღებს და ერთ-ერთის სულ არსებული რამდენიმე იმ პრემიათაგან, რომლის მიღების შანსიც თანაბრად აქვთ პოეტებს, რომანისტებსა თუ დრამატურგებს.[4]

პრემია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრემია შედგება არწივის ვერცხლის ფრთისა და 50 000 აშშ დოლარიანი სერტიფიკატით. მას ფინანსურად უზრუნველყოფენ უოლტერ და დორის ნეიშტადტები[5] ქალაქ არდმორიდან, რომელთაც მისი მუდმივობა დაზღვეული აქვთ.[6]

ნეიშტადტის პრემიის ქარტიის თანახმად, ის შეიძლება მიენიჭოს აღიარებული სამაგალითო მიღწევისთვის პოეზიაში, ფიქციაში, დრამასა თუ ნაშრომებში, რომელთაც ღირებული ლიტერატურული ბაზისი გააჩნია. პრემიის მფლობელი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ცოცხალი ავტორი ნებისმიერ ენაში, თუმცა, მისი ნაშრომების მნიშვნელოვანი ნაწილი ნათარგმნი უნდა იყოს ინგლისურადაც. პრემია აპლიკაციებისთვის დახურულია.[7]

შერჩევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანდიდატებს მინიმუმ შვიდკაციანი ჟიური არჩევს. შერჩევის პროცესი შეზღუდული არაა გეოგრაფიული არეალით, ენითა თუ ჟანრით.

ნეიშტადტის პრემიის ლაურეატების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყარო: [8]

წელი სახელი ქვეყანა ენა სქოლიო
1970 ჯუზეპე უნგარეტი იტალიის დროშა იტალია იტალიური
1972 გაბრიელ გარსია მარკესი დროშა: კოლუმბია კოლუმბია ესპანური
1974 ფრანსის პონჟი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი ფრანგული
1976 ელიზაბეთ ბიშოპი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ინგლისური
1978 ჩესლავ მილოში დროშა: პოლონეთი პოლონეთი პოლონური
1980 იოზეფ შკვორეცკი ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია/დროშა: კანადა კანადა ჩეხური
1982 ოკტავიო პასი მექსიკის დროშა მექსიკა ესპანური
1984 პაავო ჰაავიკო დროშა: ფინეთი ფინეთი ფინური
1986 მაქს ფრიში დროშა: შვეიცარია შვეიცარია გერმანული
1988 რაჯა რაო ინდოეთის დროშა ინდოეთი/დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ინგლისური
1990 ტომას ტრანსტრიომერი დროშა: შვედეთი შვედეთი შვედური
1992 ჟუან კაბრალ დე მელო ნეტო დროშა: ბრაზილია ბრაზილია პორტუგალიური
1994 კამაუ ბრეიტუეიტი ბარბადოსის დროშა ბარბადოსი ინგლისური
1996 ასია ჯებარი დროშა: ალჟირი ალჟირი ფრანგული
1998 ნურუდინ ფარაჰი სომალის დროშა სომალი ინგლისური
2000 დავიდ მალუფი დროშა: ავსტრალია ავსტრალია ინგლისური
2002 ალვარო მუტისი დროშა: კოლუმბია კოლუმბია ესპანური [9]
2004 ადამ ზაგაევსკი დროშა: პოლონეთი პოლონეთი პოლონური [10][11]
2006 კლარიბელ ალეგრია დროშა: ნიკარაგუა ნიკარაგუა/სალვადორის დროშა სალვადორი ესპანური [12][13][14]
2008 პატრისია გრასი ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია ინგლისური [15][16][17]
2010 დო დო დროშა: ჩინეთი ჩინეთი ჩინური [18][19]
2012 როჰინტონ მისტრი ინდოეთის დროშა ინდოეთი/დროშა: კანადა კანადა ინგლისური [2][3]
2014 მია კოუტუ მოზამბიკის დროშა მოზამბიკი პორტუგალიური [20][21]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Daniel Kalder. (August 12, 2013) America's Nobel: The Neustadt International Prize for Literature. Publishing Perspectives. ციტირების თარიღი: August 13, 2013.
  2. 2.0 2.1 Rohinton Mistry wins Neustadt Prize 2012 - "Parsi Khabar"
  3. 3.0 3.1 Critically acclaimed Indian-Canadian writer Rohinton Mistry wins 2012 Neustadt International Prize for Literature დაარქივებული 2013-02-09 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links - "World Literature Today"
  4. 4.0 4.1 Neustadt International Prize for Literature. World Literature Today (October 2012). ციტირების თარიღი: July 16, 2013.
  5. Walter Neustadt Jr. Obituary, biographical information about Walter Neustadt
  6. [1][მკვდარი ბმული]
  7. World Literature Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-18. ციტირების თარიღი: 2014-06-02.
  8. Neustadt Laureates: Past Laureates. World Literature Today. ციტირების თარიღი: November 2, 2013.
  9. Colombian given literary award. The Oklahoma Daily (October 18, 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 4, 2013. ციტირების თარიღი: November 2, 2013.
  10. 2004 Neustadt Prize Laureate - Adam Zagajewski. World Literature Today (2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 3, 2014. ციტირების თარიღი: November 2, 2013.
  11. Polish poet awarded 2004 Neustadt prize. The Oklahoma Daily (October 27, 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 4, 2013. ციტირების თარიღი: November 2, 2013.
  12. Bunmi Ishola. (September 30, 2006) Claribel Alegría wins Neustadt Prize. The Norman Transcript. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 4, 2013. ციტირების თარიღი: November 2, 2013.
  13. Staff writer. (May 1, 2007) Claribel Alegria: 2006 Neustadt International Prize Laureate.(special section)(Biography). World Literature Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 5, 2016. ციტირების თარიღი: November 2, 2013.
  14. Neustadt Prize. The Missouri Review (November 16, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 4, 2013. ციტირების თარიღი: November 2, 2013.
  15. 2008 Neustadt Prize Laureate - Patricia Grace. World Literature Today (May 2009 (Vol. 83)). ციტირების თარიღი: November 2, 2013.
  16. NEW: Banquet to honor winner of the Neustadt Prize. The Norman Transcript (September 18, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 4, 2013. ციტირების თარიღი: November 2, 2013.
  17. Staff writer. (October 8, 2007) Patricia Grace wins prestigious literary prize. The New Zealand Herald. ციტირების თარიღი: November 2, 2013.
  18. Staff writer. (October 29, 2009) Chinese poet awarded Neustadt Prize at OU. Norman Transcript. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 4, 2013. ციტირების თარიღი: November 2, 2013.
  19. 2010 Neustadt Laureate Duo Duo. World Literature Today (March 2011). ციტირების თარიღი: November 2, 2013.
  20. Hector Tobar. (November 1, 2013) Who will win 'America's Nobel,' the Neustadt Prize?. LA Times. ციტირების თარიღი: November 2, 2013.
  21. Noted Mozambican Author Mia Couto Wins 2014 Neustadt International Prize for Literature. The Neustadt Prize (November 1, 2013). ციტირების თარიღი: November 2, 2013.