ნეიტრალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნეიტრალური ქვეყანა)
Jump to navigation Jump to search
  ნეიტრალური ქვეყნები აღიარებული კონსტიტუციით და საერთაშორისო საზოგადოებით
  ნეიტრალური პოზიცია არ აღიარებული საერთაშორისო საზოგადოებით
  ყოფილი ნეიტრალური ქვეყნები

ნეიტრალიტეტი (გერმ. Neutralität, ლათ. neuter — არც ერთი, არც მეორე) — საერთაშორისო სამართალშიომში არმონაწილეობა, მშვიდობიან პერიოდში საომარ ბლოკებში მონაწილეობისგან უარის თქმა.

ნეიტრალიტეტის საერთაშორისო სამართალი შეიცავს სამ შეზღუდვას ომის პერიოდში ნეიტრულური ქვეყნის მოქმედებაზე სხვა სახელმწიფოთა შორის:

  • არ მიაწოდოს საკუთარი შეიარაღება მეომარ მხარეებს;
  • არ დაუთმოს საკუთარი ტერიტორია მეომარ მხარეებს (ბაზირება, ტრანზიტი, გადაფრენა და მისთ.);
  • არ გაუწიოს დისკრიმინაცია რომელიმე მხარეს სამხედრო დანიშნულების იარაღისა და საქონლის მიწოდებისას (ანუ შეზღუდვა ან ერთნაირი უნდა იყოს, ან საერთოდ არ უნდა არსებობდეს).

ტრადიციულად ნეიტრალიტეტი ორი სახისაა:მუდმივი და ევენტუალური. მუდმივი ნეიტრალიტეტის დროს სამხედრო ბლოკებსა და მოქმედებებზე უარის თქმასთან ერთად ასეთი ქვეყნის ტერიტორიაზე არ უნდა არსებობდეს ერთმანეთთან მეომარი ქვეყნის ჯარები ან სამხედრო ბაზები. ევენტუალური ნეიტრალიტეტის პოზიციისას კი ქვეყანა გარკვეული სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის დროს თავს იკავებს. ნეიტრალიტეტის თვალსაზრისით ყველაზე „სტაჟიანი“ ქვეყნებია შვედეთი (1814 წლიდან), შვეიცარია (1815 წლიდან) და სან-მარინო (1862 წლიდან).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]