ნეისტონი
გარეგნობა

2) პლანქტონი
3) ნექტონი
4) ბენთოსი
ნეისტონი (ბერძ. νευστός neustós — „მცურავი, მოტივტივე“) — ზღვის ან მტკნარი წყლის იმ ორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც ბინადრობენ წყლის ზედაპირთან, ემაგრებიან მას, გადაადგილდებიან მასზე ზემოდან (ეპინეისტონი) ან ქვემოდან (ჰიპონეისტონი). ნეისტონი წარმოდგენილია შედარებით მცირე რაოდენობის სახეობებით, მის შემადგენლობაში შედის ზოგიერთი უმარტივესი, ერთუჯრედიანი წყალმცენარეები, პატარა ფილტვიანი მოლუსკები, წყლისმზომელა ბაღლინჯოები, ციბრუტელა ხოჭოები, კოღოს მატლები და რიგი სხვა პატარა ორგანიზმები. ზღვის ჰიპონეისტონს ზოგჯერ ასევე მიაკუთვნებენ წყლის ყველაზე ზედა ფენის (0–5 სმ) მუდმივ ან დროებით ბინადრებს, მაგალითად, თევზთა ლიფსიტებს, ზოგიერთი ფსკერზე მცხოვრები ცხოველის ლარვებს.[1]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Нейстон // Большая российская энциклопедия. т. 22. — М., 2013. — стр. 305.