ნეზნაიკა მთვარეზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნეზნაიკა მთვარეზე
Незнайка на Луне
Neznaika 1965.jpg
პირველი გამოცემის გარეკანი, 1965 წ.
ავტორი ნიკოლოზ ნოსოვი
ქვეყანა სსრკ
ენა რუსული
სერია ნეზნაიკა
ჟანრი ფანტასტიკური საბავშვო რომანი
გამოცემის თარიღი 1964-1965

ნეზნაიკა მთვარეზე“ (რუს. Незнайка на Луне) — მწერალ ნიკოლოზ ნოსოვის საბავშვო რომანი-ზღაპარი. წარმოადგენს სატირულ ნაწარმოებს კაცუნა ნეზნაიკას შესახებ და შეიცავს ფანტასტიკური რომანისა და სოციალური სატირის ელემენტებს. პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში ოჯახი და სკოლა (1964-1965 წლებში). ცალკეული წიგნის სახით გამოჩნდა 1965 წელს.

წიგნმა დიდი წარმატება იქონია. 1969 წელს მწერალს ნეზნაიკას შესახებ ტრილოგიისათვის მიენიჭა რსფსრ-ის სახელმწიფო პრემია. 1997-1999 წლებში სტუდიამ FAF Entertainment გადაიღო მისი ანიმაციური ეკრანიზაცია.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შესავალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინაისტორიაში მოთხრობილია იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა კაცუნა ზნაიკა მთვარეზე. იქიდან მან თან ჩამოიტანა მინერალი უცნაური თვისებებით. აღმოჩნდება, რომ მისი მაგნიტთან დაახლოებისას იქმნება უწონადობის ეფექტი, რამაც შესაძლოა, გამომგონებელ ზნაიკას, საშუალება მისცეს, ეწვიოს მთვარეს მთლიანი ეკიპაჟით. თუმცა, გეგმებს რისკის ქვეშ აყენებს ნეზნაიკა, რომელიც იპარავს ქვას. მას გარიცხავენ გუნდიდან. მაგრამ ნეზნაიკას საკუთარი გეგმები აქვს. იგი ეწვევა მეგობარ ფუნჩულას, რომელიც ასევე იქნა გარიცხული ეკიპაჟიდან და შესთავაზებს, შეიპარონ გამზადებულ ხომალდში და მაინც გაჰყვნენ ექსპედიციას. თუმცა, ფუნჩულა შემთხვევით აჭერს თითს გაშვების ღილაკს და ღამით, სანამ მათ სძინავთ, რაკეტა ტოვებს დედამიწას და მთვარისაკენ მიემართება.

მთვარეზე დაშვების შემდეგ გაოგნებული ნეზნაიკა და ფუნჩულა პლანეტას იკვლევენ. ისინი გამოქვაბულში შედიან. ნეზნაიკა ეცემა გრძელ გვირაბში და ეჭვება ერთ-ერთი მდიდარი პიროვნების ბაღში. ფუნჩულა ასევე ეშვება მთვარის შიდა მხარეზე, სხვა ქალაქში.

მთვარის შიდა მხარე დასახლებულია ისეთივე კაცუნებით, როგორებიც მზის ქალაქის კაცუნები არიან - ზნაიკა, ნეზნაიკა, ფუნჩულა და სხვები. თუმცა, მათ ბუნებრივ რესურსებს ახასიათებს ხილ-ბოსტნეულის მომცრო ზომები.

ნეზნაიკა და ფუნჩულა კაპიტალისტურ რეჟიმში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთვარის შიდა მხარე კაპიტალისტური წყობით ცხოვრობს.

პირველივე პერიოდში ნეზნაიკა, რომელმაც არ იცის, რა არის ფულადი ერთეულები, პრობლემებში ამოჰყოფს თავს. თავდაპირველად იგი აღმოჩნდება ბატონ კლოპსის აგარაკზე. ვინაიდან მან არ იცის, თუ რა არის კერძო საკუთრება, თამამად შეექცევა ჟოლოს, რომელიც იქვე, ბაღში იზრდება. კლოპსის ბრძანებით, მასზე მიუშვებენ ძაღლებს. ნეზნაიკა გარბის, ხოლო მისი საფრენი ფორმა ბაღში რჩება.

გაქცეული კაცუნა ეწვევა რესტორანს, სადაც, რა თქმა უნდა, არ გადაიხდის ანგარიშს (ადგილობრივი ვალუტაა ’ფერტინგი’ - მსხვილი ფული და სანტიკები - მონეტები). ამის გამო მას ციხეში უკრავენ თავს, სადაც რამდენიმე კრიმინალი დასცინის. იგი დაუმეგობრდება კაცუნებს, კოზლიკს და აფერისტ მიგას. უკანასკნელმა მოისმინა ნეზნაიკას ნაამბობი იმის შესახებ, რომ მთვარის ზედაპირზე რაკეტაში ინახება სხვადასხვა გიგანტური ხილისა და ბოსტნეულის თესლი. მიგას გაუჩნდა აზრი, თუ როგორ შეეძლოთ ბევრი ფულის შოვნა. როდესაც ნეზნაიკა ციხეს ტოვებს, იგი მას თავის მეგობართან, ჟულიოსთან აგზავნის.

კოზლიკი და ნეზნაიკა მიდიან ჟულიოსთან (რომელიც იარაღის მაღაზიას ფლობს). იგი მიგას გირაოს შეიტანს და ოთხივე განიხილავს საინტერესო გეგმას. ჟულიოსა და მიგას იდეით, აუცილებელია სააქციო საზოგადოების გახსნა, რომელიც გამოსცემს აქციებს. შემდგომში, როდესაც მოსახლეობა მათ შეიძენს, შეგროვდება თანხა, რომლითაც ისინი შესძლებენ მთვარის ზედაპირზე აფრენას და თესლების ჩამოტანას. ამასთან, ისინი აქცენტს აკეთებენ ნეზნაიკაზე. კლოპსის ბაღიდან ისინი იპარავენ ნეზნაიკას ფორმას და სკაფანდრს, შემდეგ კი გაათამაშებენ ისეთ სიტუაციას, თითქოს ნეზნაიკა ეს-ესაა ჩამოვიდა კოსმოსიდან. თავდაპირველად მათი საქმიანობა წარმატებით მიმდინარეობს, მაგრამ თავის სატკივარს უჩენს ადგილობრივ მონოპოლისტებსა და მათ შორის მთავარს, ბატონ სპრუტსს - ვინაიდან გიგანტური მცენარეების გამოჩენა მათი შემოსავლის წყაროს განადგურებას ნიშნავს. ამიტომ სპრუტსი გადაწყვიტავს, დაშალოს ეს სააქციო საზოგადოება. იგი მოისყიდის მიგასა და ჟულიოს, რომლებიც მთელი ფულით გარბიან და არაფერს უტოვებენ ნეზნაიკასა და კოზლიკს. მეგობრები იძულებულები არიან, ასევე დაიმალონ, იშიმშილონ და საშინელ სასტუმროებში დაიძინონ.

ფუნჩულა კი ამასობაში კარგად ითვისებს სავაჭრო ხელოვნებას. თავდაპირველად იგი მოხვდება რესტორანში, სადაც შეამჩნევენ, რომ მას თან აქვს რაღაც უცნაური თეთრი ფხვნილი (სინამდვილეში - მარილი). მთვარის მოსახლეობამ თავად არ იცის, თუ რა გემრიელია ეს ინგრედიენტი, ამიტომ ფუნჩულა იწყების მარილის წარმოებას. ფუნჩულას დიდი წარმატება აქვს, იგი მალევე მდიდრდება და საუკეთესო საცხოვრებელ პირობებში აღმოჩნდება. თუმცა, ჩნდება მისი ბიზნესის მონოპოლისტი, ვინმე დრაკულა. იგი მოულოდნელად შეამცირებს ფასებს თავის წარმოებულ მარილზე, რის გამოც ფუნჩულა კოტრდება. ამის შემდეგ იგი მოხვდება არალეგალურ პროფკავშირში თავისუფალი მტრიალებლების კავშირი.

მთვარეზე კაპიტალიზმის აღწერა ერთგვარი პოლიტიკური სატირის ფორმას ატარებს. მწერლის შვილიშვილ, იგორ ნოსოვის თქმით, რომანმა ნეზნაიკა მთვარეზე გაუსწრო დროს და პრაქტიკულად იქცა პოსტ-პერესტროიკის პერიოდის რუსეთის ილუსტრირებად.[1]

ექსპედიცია დედამიწიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც ნეზნაიკა და ფუნჩულა გაქრნენ, ზნაიკამ და მისმა მეგობრებმა ააწყვეს ახალი რაკეტა. შეგროვდა 13 კაცუნა. ახალი რაკეტა დაეშვა მთვარეზე, ხოლო კაცუნებმა გამოიკვლიეს ძველი რაკეტა. როდესაც აღმოჩნდა, რომ ნეზნაიკა და ფუნჩულა აქედანაც გაქრნენ, ზნაიკამ მოიძია მინერალების საბადო. ასე მოხდა უწონადობის ეფექტის შექმნა და ძველი რაკეტის მთვარის შიდა მხარეზე დაშვება.

სპრუტსის რეჟიმი თვალყურს ადევნებს ყველაფერს, რაც საეჭვოა. ამიტომ რაკეტას გამოჩენისთანავე პოლიციელები ესვრიან. იგი ქალაქგარეთ ეშვება. მაგრამ როდესაც პოლიციელები აქაც ჩნდებიან, ზნაიკა ქმნის უწონადობის ეფექტს და ისინი ვერ იყენებენ იარაღს.

კაცუნები გაეცნობიან ადგილობრივ ღარიბებს და ურიგებენ მცენარეების თესლებსა და უწონადობის მოწყობილობებსა და მათ ანტი-მოწყობილობებს. გლეხები ამხობენ კაპიტალისტებს. ფუნჩულა ამასობაში თავად მოაგნებს მეგობრებს, ხოლო ნეზნაიკას გადაარჩენენ კუნძულიდან, სადაც უსახლკარო კაცუნები ცხვრებად იქცევიან.

სპრუტსი და ჟულიო აფეთქებენ მცირე რაკეტას, მაგრამ უწონადობის მოწყობილობების დახმარებით ზნაიკა და სხვები ტოვებენ მთვარის შიდა ნაწილს და ზედაპირზე დატოვებული დიდი რაკეტით დედამიწაზე ბრუნდებიან.

ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საგულისხმოა, რომ „ნეზნაიკა მთვარეზე“, თავისი ორი წინამორბედისგან განსხვავებით, დაწერილია ანტიუტოპიურ სტილში. წინა რომანები უტოპიურ ხასიათს ატარებენ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]