ნესებირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნეზებარი)
ქალაქი
ნესებირი
Несебър
დროშა გერბი

ქვეყანა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
ოლქი ბურგასი
კოორდინატები 42°39′36″ ჩ. გ. 27°43′43″ ა. გ. / 42.66000° ჩ. გ. 27.72861° ა. გ. / 42.66000; 27.72861
ქალაქის მერი ნიკოლაი ტრიფონოვი
ადრეული სახელები მესამბრია
ფართობი 31.85 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0
მოსახლეობა 10 194 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 0554
საფოსტო ინდექსი 8230
ოფიციალური საიტი http://www.nesebarinfo.com
ნესებირი — ბულგარეთი
ნესებირი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 217
ინგლ.რუს.ფრ.

ნესებირი (ბულგ. Несебър) — ანტიკური ქალაქი და მთავარი საკურორტო დასახლება შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ქალაქის ირგვლივ შექმნილია ნესებირის მუნიციპალიტეტი, ტერიტორია მიეკუთვნება ბურგასის ოლქს. ნესებირს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც შავი ზღვის მარგალიტს და ბულგარეთის დუბროვნიკს, ნესებირს გააჩნია მდიდარი ისტორია და იგი ევროპის ერთ-ერთ უძველეს დასახლებულ პუნქტად ითვლება.

ეს ტერიტორია არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული ადგილი და ნავსადგური შავი ზღვის ფარგლებში.

ქალაქის უძველესი ნაწილი მდებარეობს ნახევარკუნძულზე (ადრე კუნძულზე), ეს ტერიტორია ქალქს ვიწრო ბილიკით უკავშირდება, აქ აისახება მრავალი ცივალიზაციის კვალი. ნესებირში არსებული ისტორიული შენობების სიუხვის გამო, იუნესკომ იგი 1983 წელს მსოფლიო მემკვიდრეობების სიაში შეიყვანა.

2005 წლის აღწერის შედეგად ნესებირის მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენდა 10 194 კაცს, ქალაქის მერია ნიკოლაი დიმიტროვი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]