ნევიის კარიბჭე
იერსახე

ნევიის კარიბჭე (ინგლ. Porta Naevia) — მცირე შესასვლელი კარიბჭე რომის, სერვიუსის კედელში.
მდებარეობს მე-12 ავგუსტუსის რეგიონში, მარკუს ტერენციუს ვარონის აღწერის მიხედვით, ეს კარიბჭე განლაგებულია ავენტინის ბორცვის მცირე მწვერვალზე, წმინდა ბალბინასა და წმინდა საბინას ეკლესიებს შორის. ამ კარიბჭიდან გამოდის ვია არდეატინა.[1]
მე-4 საუკუნის ისტორიკოს ფესტუსის მიერ მოთხრობილი აპოკრიფული ისტორიის თანახმად, ამ კარიბჭეს სავარაუდოდ სახელი დაერქვა ნევიად წოდებული პატარა ტყის მიხედვით, რომელიც ოდესღაც ნევიუსად წოდებულ კაცს ეკუთვნოდა. დროთა განმავლობაში ტყეს უარყოფითი რეპუტაცია შეექმნა კრიმინალებისა და უსახლკარო ადამიანების გამო, რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ ამ ადგილს.[2]