ნეგრონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ნეგრონი პოპულარული იტალიური კოქტეილია, რომელიც თითო წილი ჯინის, წითელი ნახევრადტკბილი ვერმუტისა და კამპარისგან (იტალიური ალკოჰოლური სასმელი; ბითერი) შედგება. ის ფორთოხლის ქერქითაა გაფორმებული.[1] ნეგრონი ითვლება აპერიტივოდ, ანუ ჭამის წინ მისართმევ, მადისაღმძვრელ სასმელად.

ტრადიციულად ნეგრონს არა შენჯღრევით არამედ მორევით ამზადებენ. მას ძირს ყინულის კუბიკები უმაგრებს და ე.წ "ძველმოდური" (ინგ: Old-fashioned) ჭიქითაა მორთმეული.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ნეგრონის წარმოშობის ზუსტი დრო და ადგილი უცნობია, ყველაზე ფართოდ მისაღები მოსაზრების თანახმად ეს 1919 წელს, იტალიის ქალაქ ფლორენციში, ტორნაბუონის ქუჩაზე მდებარე კაფე კასონიში მოხდა, რომელსაც დღესდღეობით რობერტო კავალის კაფე ჰქვია. თავადმა კამილო ნეგრონიმ სთხოვა ბარმენს ფოსკო სკარსელის, რომ მის საყვარელ კოქტეილში ამერიკანოში, ტრადიციული გაზიანი წყლის ნაცვლად ჯინი გამოეყენებინა, რათა სასმელი უფრო ძლიერი გამხდარიყო. ბარმენმა ასევე ჩვეული ლიმონის ნაცვლად ახლად დაბადებული ნეგრონი ფორთოხლის ქერქით გააფორმა, რითიც ხაზი გაუსვა იმას რომ ეს სულ სხვა სასმელი იყო.[2][3]

კოქტეილმა წარმატება მოიპოვა და იტალიის ქალაქ ტრევიზოში ნეგრონების ოჯახმა ნეგრონის სახდელი ქარხანა დააარსა. აქ იწარმოებოდა კოქტეილის გამზადებული ვარიანტი, რომელიც იყიდებოდა სახელწოდებით "ანტიკო ნეგრონი 1919".[4] ნეგრონის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მოხსენიება ეკუთვნის ორსონ უელსს ქოშოქთონის გაზეთში. 1947 წელს უელსი რომში იყო და მის ახალ ფილმზე, შავ მაგიაზე მუშაობდა. მან გაზეთისთვის ნეგრონი შემდეგნაირად აღწერა: "ბითერები შესანიშნავია თქვენი ღვიძლისთვის, ხოლო ჯინი არ არის კარგი. ისინი ერთმანეთს აბალანსებენ". ბითერები ალკოჰოლური სასმელების ჯგუფია, რომლებსაც გემოსთვის სხვადასხვა მცენარეების ექსტრაქტს უმატებენ. ამიტომ ისინი მომწარო, მომჟავო და ტკბილ-მწარე არომატით გამოირჩევა. აქედან მოდის სახელწოდებაც (Bitters - ინგ. მწარეები).

სასმელის მემატიანე დეივიდ ვონდრიჩმა გამოიკვლია ნეგრონების ოჯახი. კამილო ნეგრონის თავადობის საკითხი ეჭვის ქვეშ დგას, თუმცა მისი პაპა ლუიჯი ნეგრონი ნამდვილად თავადი იყო.[5]

ფრანგი გენერლის პასკალ ოლივიე დე ნეგრონის შთამომავლები ირწმუნებიან, რომ ის იყო თავადი ნეგრონი რომელმაც გამოიგონა ეს სასმელი 1857 წელს სენეგალში. ფრანგული გამოცემა კორს-მატინის 1980 წლის სტატია ამბობს, რომ მან ნეგრონი დაახლოებით 1914 წელს გამოიგონა.[6]

მომზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვანკუვერში (კანადა) მორთმეული ნეგრონი

ინგრედიენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

• 1 უნცია ჯინი

• 1 უნცია კამპარი

• 1 უნცია ტკბილი ვერმუტი

• გაფორმება: ფორთოხლის ქერქი

შენიშვნა: უნცია უდრის 28.3 გრამს.

ნაბიჯები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ინგრედიენტები ყინულთან ერთად მოვათავსოთ მოსარევ ჭიქაში და ვურიოთ კარგად
  2. ჩამოვასხათ დიდი ყინულის კუბიკებით სავსე "ძველმოდურ" ჭიქაში.
  3. გავაფორმოთ ფორთოხლის ქერქით.[7]

სახესხვაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

• ამერიკანო: 1 უნცია კამპარი, 1 უნცია ტკბილი წითელი ვერმუტი და გაზიანი წყალი.

• ბულევარდიე: ჯინის ნაცვლად გამოიყენება ვისკი

• აგავონი ან ტეგრონი: ჯინის ნაცვლად გამოიყენება ტეკილა[8]

• ჰოლანდიური ნეგრონი: ჯინის ნაცვლად გამოიყენება ტრადიციული ჰოლანდიური სასმელი იენევერი.

• ნეგრონი სბალიატო (სბალიატო იტალიურად შეცდომას ნიშნავს): ჯინის ნაცვლად გამოიყენება თეთრი ცქრიალა ღვინო ან პროსეკო

• ოლდ პალი: მის მოსამზადებლად მშრალი ვერმუტი და კანადური ჭვავის ვისკი გამოიყენება

• ოლდგრონი: თანამედროვე ტიპის ჯინის ნაცვლად გამოიყენება მე-18 საუკუნის ინგლისში პოპულარული, ჯინის ძველი რეცეპტი.


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Schaap, Rosie (May 21, 2014), Negroni The New York Times
  2. Cecchini, Toby (6 October 2002). Shaken and Stirred: Dressing Italian The New York Times. p. 913. Retrieved 2009-12-10.
  3. Felten, Eric (2007). How's Your Drink Cocktails, Culture, and the Art of Drinking Well. Agate Surrey. p. 207. ISBN 1-57284-089-7.
  4. Campari Academy e la storia del Negroni Mixer Planet. 2014-10-22. Archived from the original on 2016-06-22. Retrieved 2018-01-08.
  5. Regan, Gary (2015). The Negroni: Drinking to La Dolce Vita with Recipes and Lore Potter/TenSpeed/Harmony. ISBN 1607747804. Retrieved 28 June 2017.
  6. The Newspaper Article, Corse Matin, 1980", Pascal Archived from the original on 2015-12-08. Retrieved 2014-06-22.
  7. Liquor.com Negroni Recipe
  8. Englesh, Camper (1 January 2012). Negroni Cocktail [Negroni Cocktail. The Playboy Among The Classics]. Mixology.eu (in German). Archived from the original on 9 January 2018. Retrieved 16 December 2016.