ნებოძირის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნებოძირის ქედიმესხეთის ქედის განშტოება, მდინარეების ბჟუჟისა და კინტრიშის ზემოთების წყალგამყოფი. უმაღლესი ადგილია ნებოძირის მთა (2364 ). აგებულია შუაეოცენური ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებით, არგილიტებით, ანდეზიტური განფენით. კალთები დამრეცია, შემოსილია უმთავრესად წიფლნარით. თხემზე სუბალპური მდელოებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]