ნების კოალიცია

ნების კოალიცია (ინგლ. coalition of the willing, ასევე მსურველთა კოალიცია) - დროებით შექმნილი საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმი, რომელიც შექმნილია კონკრეტული, როგორც წესი - სამხედრო ან პოლიტიკური - მიზნის მისაღწევად.[1]
ტერმინის გამოგონება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერმინის გამოგონება 1970-იანი წლების დასაწყისში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორ ლინკოლნ ბლუმფილდისა და მისი კოლეგის, მინესოტას უნივერსიტეტის პროფესორის ჰარლანდ კლივლენდის სახელებს უკავშიდება.[2]
1971 წლის ივლისში ბლუმფილდმა ნიუ-იორკ ტაიმზში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ხაზს უსვამდა ისეთი ქვეყნების კოალიციის აუცილებლობას, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ გაერო-ს მიერ დამტკიცებულ მნიშვნელოვან სამშვიდობო ან კონფლიქტის სტაბილიზაციის მიზნებს. [3]
ეს ტერმინი 1973 წელს გამოიყენა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა ბლუმფილდისთვის მიწერილ წერილში, რომელშიც აღიარა ამ უკანასკნელის „წინადადება „სურვილის კოალიციების“ შესახებ“. [4] 1988 წლის 9 მაისს კლივლენდმა ჟურნალ FOreign Affaris რედაქტორს წერილი მიწერა, რომელშიც ხაზი გაუსვა, რომ ბლუმფილდი იყო ამ ფრაზის შემქმნელი, რომელიც პირველად გამოქვეყნდა 1974 წელს მის წიგნში „ამერიკის საგარეო პოლიტიკის ძიებაში“ . [5] 2002 წელს უკვე ბლუმფილდმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც დაჟინებით ითხოვდა კლივლენდის ავტორობის აღიარებას. [2]
გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხედრო და პოლიტიკური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერმინი „ნების კოალიცია“ გამოიყენა აშშ-ის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა 1994 წლის ივნისში ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ შესაძლო ოპერაციებთან დაკავშირებით, 1994 წლის ბირთვული იარაღის გამო ქვეყანასთან დაპირისპირების დროს.
2002 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის წარდგენის წერილში პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა "ნების კოალიციების" მნიშვნელოვანი როლი. [6]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Rodiles, Alejandro, რედ. (2018), "The Conceptual Metaphor 'Coalition of the Willing'", Coalitions of the Willing and International Law: The Interplay between Formality and Informality, Cambridge Studies in International and Comparative Law (Cambridge: Cambridge University Press): pp. 10–37, , ISBN 978-1-108-49365-9, https://www.cambridge.org/core/books/coalitions-of-the-willing-and-international-law/conceptual-metaphor-coalition-of-the-willing/F08DC85FCC6A7F55DBF26E206638762C. წაკითხვის თარიღი: August 7, 2024
- ↑ 2.0 2.1 'Coalition of the willing' is world's best weapon en-US (April 21, 2002). ციტირების თარიღი: August 5, 2024
- ↑ Bloomfield, Lincoln P. (July 21, 1971). „Resurrecting the United Nations“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: August 5, 2024.
- ↑ Nov 23 1973 Henry Kissinger response. ციტირების თარიღი: August 11, 2024
- ↑ H Cleveland attribution letter. ციტირების თარიღი: August 11, 2024
- ↑ The National Security Strategy of the United States of America September 2002 (September 17, 2002). ციტირების თარიღი: August 11, 2024