ნებატაჰი — ამენჰოტეპ III-ისა და ტიიას უმცროსი შვილი. ეხნატონის უმცროსი და. მისი სახელი ითარგმნება, როგორც „სასახლის ქალბატონი“. მისი გამოსახულებები ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი თავისი დებისაგან განსხვავებით. მისი ერთადერთი გამოსახულება შემორჩენილია მედინათ-აბუში აღმოჩენილ კოლოსალურ ქანდაკებაზე. სადაც გამოსახულია მშობლებთან და დებთან ერთად.
არსებობს მოსაზრება, რომ ნებატაჰი არის იგივე ბაკეტატონი, რომელმაც ახალისახელი მიიღო ძმის რელიგიური რეფორმის შემდეგ. ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ ბაკეტატონი რეფორმამდე არსად არ მოიხსენიება[2].