ნგუენ სუან ფუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნგუენ სუან ფუკი
ვიეტ. Nguyễn Xuân Phúc
Mr. Nguyen Xuan Phuc.jpg
დაბადების თარიღი 20 ივლისი, 1954(1954-07-20) (66 წლის)
დაბადების ადგილი Quế Sơn
მოქალაქეობა Flag of Vietnam.svg ვიეტნამი
განათლება National Economics University და National University of Singapore
ეროვნება ვიეტნამელები
მეუღლე/ები Tran Thi Nguyet Thu
nguyenxuanphuc.chinhphu.vn

ნგუენ სუან ფუკი (დ. 20 ივლისი, 1954) — ვიეტნამელი პოლიტიკოსი. 2021 წლის 5 აპრილიდან ვიეტნამის პრეზიდენტი. 2016 წლის 7 აპრილიდან 2021 წლის 5 აპრილამდე ვიეტნამის პრემიერ-მინისტრი.

ფუკი 1982 წლიდან არის ვიეტნამის კომუნისტური პარტიის წევრი. 2007-2011 წლებში იყო მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი. 2011-2016 წლებში – პრემიერ-მინისტრის მოადგილე (მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე). ფუკი იყო რიგით მეორე ნომერი წევრი მე-13 პოლიტბიუროზე და მესამე — მე-12 პოლიტბიუროზე.[1] ფუკი არის ეროვნული ასამბლეის წევრი. მუშაობდა მე-11, მე-12, მე-13 და მე-14 მოწვევის ეროვნულ ასამბლეაში. 1973-1978 წლებში ფუკი სწავლობდა ბიზნეს მენეჯმენტს ჰანოის უნივერსიტეტში, რის შემდეგაც სწავლობდა ადმინისტრაციულ მენეჯმენტს ვიეტნამის ეროვნულ ადმინისტრაციულ აკადემიაში. გარდა ამისა დამთავრებული აქვს სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.[2][3][4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Thanh nien News
  2. BST áo dài Lan Hương ra mắt phu nhân nguyên thủ các nước tới Hà Nội (2017-06-09). ციტირების თარიღი: 2018-04-02
  3. Thủ tướng Nguyễn Xuân Phúc đến Phi-líp-pin dự hội nghị cấp cao ASEAN 30 (2017-06-09). ციტირების თარიღი: 2018-04-02
  4. Nguyễn Xuân Phúc chính thức thay Nguyễn Tấn Dũng làm thủ tướng - Nguoi Viet Daily News (2017-06-09). ციტირების თარიღი: 2018-04-02