ნგუენ თი დინი
ნგუენ თი დინი | |
ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1987 – 1992 | |
მემკვიდრე | ნგუენ თი ბინი |
დაბადებული | 15 მარტი, 1920 ლიონგჰოას თემი, ჟონგჩომის მაზრა, ბენჩეს პროვინცია, სამხრეთი ვიეტნამი |
გარდაცვლილი | 26 აგვისტო, 1992 (72 წლის) ბენჩეს პროვინცია, ვიეტნამი |
ნგუენ თი დინი (ვიეტ. Nguyễn Thị Định; დ. 15 მარტი, 1920 — გ. 26 აგვისტო, 1992) — ვიეტნამელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე ქალი. 1987 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი. ვიეტნამის სახალხო არმიის გენერალ-მაიორი. დაიბადა გლეხის ოჯახში. 18 წლისა ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1939 წლიდან 1943 წლამდე პატიმარი იყო. აქტიურად მონაწილეობდა ვიეტნამის (1945) აგვისტოს რევოლუციაში. სამხრეთ ვიეტნამის განთავისუფლებისათვის ბრძოლის პერიოდში იყო სამხრეთ ვიეტნამის განთავისუფლებისათვის ქალთა კავშირის თავმჯდომარე და სამხრეთ ვიეტნამის განთავისუფლების შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე, სამხრეთ ვიეტნამის განთავისუფლების ეროვნული ფრონტის ცკ-ის თავმჯდომარე. „ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის“ საერთაშორისო ლენინური პრემიის ლაურეატი (1968).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნგუენ თი დინი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 359.