ნგაუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნგაუ
მშობ. სახელი: ინგლ. Gau
გეოგრაფია
18°04′ ს. გ. 179°19′ ა. გ. / 18.067° ს. გ. 179.33317° ა. გ. / -18.067; 179.33317
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 140 კმ²
უმაღლესი წერტილი 738 მ
ოლქი აღმოსავლეთის ოლქი
პროვინცია ლომაივიტის პროვინცია
დემოგრაფია
მოსახლეობა 8000
სიმჭიდროვე 57,143 ად. /კმ²

ნგაუ (ინგლ. Gau, (წარმოითქმება, როგორც ფიჯური ენა ˈŋau)) — ფიჯის რესპუბლიკის სიდიდით მეხუთე კუნძული, რომელიც მდებარეობს ლომაივიტის კუნძულების ჯგუფში, წყნარ ოკეანეში. ადმინისტრაციულად კუნძული შედის აღმოსავლეთის ოლქის ლომაივიტის პროვინციის შემადგენლობაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული ნგაუ მდებარეობს წყნარ ოკეანეში, ლომაივიტის კუნძულების ჯგუფში, დაახლოებით 90 კმ-ში აღმოსავლეთით კუნძულ ვიტი-ლევუდან[1]. უახლოესი მატერიკიავსტრალია, მდებარეობს დაახლოებით 2800 კმ-ში[2].

გეოლოგიური თვალსაზრისით, კუნძულს აქვს შერეული ვულკანური და მარჯნული წარმოშობა[2]. ნგაუს კუნძულის ფართობი შეადგენს დაახლოებით 140 კმ²-ს და შესაბამისად იგი ქვეყნის სიდიდით მეხუთე კუნძულია (ვიტი-ლევუს, ვანუა-ლევუს, ტავეუნის და კანდავუს შემდეგ)[3]. კუნძულის ზედაპირი მთიანია. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან შეადგენს 738 მეტრს[2].

ადგილობრივი ფლორის და ფაუნის წარმომადგენლების დიდი რაოდენობა, რომლებიც იზრდებიან და ბუდობენ ნგაუზე ენდემურია. ნიადაგს აქვს ვულკანური წარმოშობა და გამოირჩევა მაღალი ნაყოფიერებით. კლიმატი ნოტიო ტროპიკულია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენად ითვლება ბრიტანელი მოგზაური უილიამ ბლაი, რომელმაც იგი აღმოაჩინა 1789 წელს[4].

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 8 ათას ადამიანს, რომლებიც ცხოვრობენ 16 სოფელში და 11 პატარა დასახლებაში და განლაგებულები არიან სამ ოლქში[5].

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა (უპირველეს ყოვლისა, კოპრის წარმოება).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gau Island, Fiji. Reef Report. Planetary Coral Reef Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-26. ციტირების თარიღი: 2010-05-16.
  2. 2.0 2.1 2.2 Islands of Fiji. Taveuni. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21. ციტირების თარიღი: 2010-05-16.
  3. Pacific Islands Climate Change Assistance Programme (PICCAP) & Fiji Country Team., National Circumstances. Background // Fijiʼs First National Communication Under the Framework Convention on Climate Change, 2005. — P. 3.
  4. Max Quanchi; John Robson., Historical Dictionary of the Discovery and Exploration of the Pacific Islands, Lanham, Maryland; Toronto; Oxford: The Scarecrow Press, Inc., 2005. — P. xiv, ISBN 0810853957.
  5. Grover, A., Steer, M.D., Weaver, D.G., Moss, N., Owen, N., Hall, N. & Fanning E., An Ecological Assessment of the Fringing Reefs of Gau, Fiji, Frontier-Fiji, 2007(Frontier Fiji Environmental Research Series).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ნგაუ&oldid=3948270“-დან