ნაჯიე სუმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაჯიე სუმანი
მშობლიური სახელი Naciye Suman
დაბადების თარიღი 23 აპრილი 1881
სკოპიე, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 23 ივლისი, 1973 (92 წლის)
ანკარა, თურქეთი
ეროვნება თურქეთის დროშა თურქი
საქმიანობა ფოტოგრაფი
აქტიური 1919-1930
ცნობილია როგორც პირველი თურქი, მუსლიმი პროფესიონალი ქალი ფოტოგრაფი
მეუღლე(ები) ისმაილ ჰაქი ბეი

ნაჯიე სუმანი (თურქ. Naciye Suman; დ. 23 აპრილი 1881, სკოპიე, ოსმალეთის იმპერია — გ. 23 ივლისი 1973, ანკარა, თურქეთი), თავისი კარიერის განმავლობაში ცნობილი იყო, როგორც ნაჯიე ჰანიმი — პირველი თურქი, მუსლიმი პროფესიონალი ქალი ფოტოგრაფი. როდესაც თურქეთში გვარის აღების კანონი გამოვიდა, მან აირჩია თავის გვარად სუმანი. ავსტრიაში ფოტოგრაფიის შესწავლის შემდეგ, 1919 წელს თავის სახლში ფოტოსტუდია გახსნა. მისი კლიენტები ძირითადად ქალები იყვნენ, სადაც იღებდა პორტრეტებს და საქორწილო სურათებს. მოგვიანებით, ატარებდა ფოტოგრაფიის კურსებს სულთნის სასახლეში.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაჯიე დაიბადა 1881 წლის 23 აპრილს სკოპიეში, ოსმალეთის იმპერიაში, რომელიც დღეს მაკედონიის ნაწილია, მაიორ სალიჰ ბეის ოჯახში. მთელი ცხოვრების მანძილზე, მას ჰანმიმის სახელით (რაც ნიშნავს „ქალბატონს“) იცნობდნენ. 1903 წელს, დაქორწინდა კაპიტან ისმაილ ჰაქი ბეიზე.[1][2] ამ ქორწინებიდან, მას შეეძინა სამი შვილი: ვაჟი ნუსრეტ სუმანი, რომელიც მოქანდაკე გახდა და ორი ქალიშვილი: ფიქრეტი და ნედრეთი.[3] 1912-1913 წლების ბალკანეთის ომების დროს, იძულებითი მიგრაციის შედეგად, სუმანის ოჯახი იძულებული გახდა ანატოლიაში გადმოსულიყო. მიგრაციის დროს, სუმანმა უნგრეთის საზღვრის მახლობლად დაკარგა მეოთხე შვილი. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი სტამბოლში გაემგზავრა, სანდო მეგობარის დაეხმარებით, კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, ისინი ვენაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ფოტოგრაფია იყო სიახლე და სუმანმა დაიწყო ფოტოგრაფიის შესწავლა. მომდევნო 1914 წელს, მისი მეუღლე გამოძაიხეს თურქეთში და მან ოჯახთან ერთად დაბრუნდა უკან. მთელი ოჯახი, მათ შორის სუმანი, მისი ქმარი, სამი შვილი, დედა, ბებია და სამი მსახური, გადმოვიდნენ საცხოვრევლად სტამბოლის ბეშიქთაშის რაიონის ილდიზის სეითფაშის სასახლეში. აქვე მან გახსნა პატარა ფოტოსტუდია.[4]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის დროს, სუმანის მეუღლე ფრონტზე გამოიძახეს და ნაჯიე დარჩა სახლში ოჯახის ზრუნვისთვის. მმო-ს მოჰყვა თურქეთის ომი დამოუკიდებლობისთვის, ამ დროს ქვეყანაში რთული პერიოდი იყო. 1919 წელს, როდესაც მას ოჯახის სამყოფლად ვერცხლის გაყიდვა მოუწია, მან იპოვა სხვა გამოსავალი.[1] სუმანმა სასახლის კედელზე გააკრა ფლაკატი, სადაც ეწერა „Türk Hanımlar Fotoğrafhanesi-Naciye“ (თურქი ქალბატონების ფოტოგრაფი — ნაჯიე) და დაიწყო მუშაობა, როგორც პირველი პროფესიონალი მუსლიმი ქალი ფოტოგრაფი თურქეთში.[4][5] ამ პერიოდში ქალები შენიღბულები იყვნენ და არ მუშაობდნენ, განსაკუთრებით ფაშის ქალიშვილები, თუმცა ნაჯიეს პირველივე დღიდან ბევრი კლიენტი ჰყავდა. ბევრმა ქალბატონმა, რომელსაც ახლობელი ჰყავდა ფრონტზე, სურდა წერილს დაერთო ფოტოსურათიც.[5] 1921 წელს, ნაჯიემ დატოვა სასახლე და გადავიდა პატარა ბინაში, ხოლო სტუდია გადაიტანა სხვა ადგილას. მისი ბიზნესის შესახებ დაბეჭდეს Kadınlar Dünyası (ქალთა სამყარო), რომელიც წამყვანი ჟურნალი იყო იმ ეპოქაში.[1][4] გარდა საქორწილო სურათების გადაღებისა, იგი ასევე ასწავლიდა ფოტოგრაფიის ხელვნებას მეჰმედ V-ის სასახლეში.[6] როდესაც ომი სამთავრდა, სუმანმა დატოვა თავისი ქმარი და განაგრძო ფოტოგრაფობა 1930 წლამდე. იმავე წელს მის ქალიშვილს შეეძინა ბავშვი, შედეგად სუმანმა დახურა თავისი სტუდია და გადავიდა ანკარაში.[1] 1934 წელს, როდესაც თურქეთის მთავრობამ გამოსცა კანონი, რომლის მიხედვით მოქალაქეებს მისცეს უფლება მემკვიდრეობითი ტიტულების ნაცვლად მიეღოთ „გვარი“, ნაჯიემ აიღო „სუმანი“-ს გვარი.[6]

სუმანი 1973 წლის 23 ივლისს ანკარაში გარდაიცვალა.[6] ითვლებოდა, რომ სუმანის ფოტოსურათები დაიკარგა, მაგრამ კოლექციონერმა და მწერალმა გიულდერენ ბოილიუკმა იპოვა და შეინარჩუნა ისინი.[1][7]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Akkent, Meral. Naciye Hanım (Suman) Turkish. İstanbul Kadın Müzesi (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 March 2016. ციტირების თარიღი: 13 May 2016.
  • Bölük, Gülderen (2008). „Kızı, Türkiye'nin İlk Kadın Fotoğrafçısı Naciye Suman'ı Anlattı“ [Daughter of Turkey's First Woman Photographer Naciye Suman to US]. Yeni Aktüel Dergisi (Turkish). Istanbul, Turkey: Turkuvaz Gazete Dergi Basım A.Ş. (106). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 April 2016. ციტირების თარიღი: 13 May 2016.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Çınar, Erol (2011). „Yüzyýllýk Çýnar; Nedret Ekþigil“ [Centennial of the light: Nedret Ekþigil]. FoçaFoça (Turkish). Foça, Turkey: Nurdan Çakır Tezgin. ISSN 1308-8483. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 November 2013. ციტირების თარიღი: 13 May 2016.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Naciye Suman Kim Turkish. Feymag (9 November 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 April 2016. ციტირების თარიღი: 13 May 2016.
  • Şekercioğlu, Nagihan. Naciye Hanım Anısına: Naciye Suman Dosyası Turkish (31 July 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 July 2015. ციტირების თარიღი: 13 May 2016.
  • „Collector of Ottoman photographs Gülderen Bölük (Photographer-writer)“. Swissper. Istanbul, Turkey: İmtiyaz Sahibi,Maya Communications and Design Services. November 2012. ციტირების თარიღი: 13 May 2016.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]