ნახჩივან-თეფე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნახჩივან-თეფე

ნახჩივან-თეფე (აზერ. Naxçıvan təpə) — ძველი ქალაქი აზერბაიჯანის ქალაქ ნახჩივანში, ნახჩივანის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მდებარეობს ნახჩივანჩაის ველზე, ბუნებრივი ბორცვის მწვერვალზე. თარიღდება ძვ. წ. 5000 წლით.[1].

გამოკვლევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგიური გამოკვლევები ნახჩივან-თეფეში 2017 წელს დაიწყო აზერბაიჯანის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ნახიჩევანის განყოფილების მიერ ველი ბახშალიევის ხელმძღვანელობით.[2]

სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთის (მესოპოტამიის ჩათვლით) კულტურათა შორის არსებული კავშირები მრავალი წლის განმავლობაში იპყრობდა მკვლევართა ყურადღებას. რაუფ მუნჩაევი, ოსმან აბიბულაევი, თუფან ახუნდოვი და სხვა მკვლევარები საუბრობდნენ კულტურათა გავრცელებაზე ახლო აღმოსავლეთიდან სამხრეთ კავკასიაში. ზოგიერთი მონაპოვარი ამტკიცებს ამ კავშირის არსებობას. გარდა ამისა, კავშირის არსებობა დამტკიცებულია არქეოლოგიური მასალების კომპლექსით, მათ შორის ნახჩივან-თეფედან, რომლისთვისაც დამახასიათებელია კერამიკა „დალმათეფე“.

ნახჩივან-თეფეს მოსახლენი აშენებდნენ ოთახებს, რომლებიც ნაწილობრივ მიწაში იყო ჩათხრილი, ხოლო ნაწილობრივ თიხის აგურებისგან აგებული. გათხრების დროს მსგავსი ოთახები აღმოჩნდა სხვა დასახლებებშიც (ოვჩულარ-თეფესი — მონადირეთა ბორცვი და იენი-იოლი — ახალი გზა). ოთახებში ფერფლის ჭარბი დაგროვების მიუხედავად ხის ნახშირი საკმაოდ იშვიათად მოიპოვება. ეს ნიშნავს იმას, რომ მერქანი ძალიან იშვიათად გამოიყენებოდა გათბობის საშუალებად. ძეგლზე განთავსებულ არქეოლოგიურ მასალას ძირითადად შეადგენს კერამიკა და ობსიდიანის ნაფოტები. უნიკალურ საგნებად შეიძლება დასახელდეს სალესი ქვა, კაჟის ნაკეთობა და ძვლის იარაღი. ინსტრუმენტების უმრავლესობა დამზადებულია ობსიდიანისგან. მათ შორის არის რამდენიმე ნამგლისპირი, რომელიც გვაძლევენ ინფორმაციას მაშინდელი ეკონომიკის შესახებ.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Baxşəliyev V, Quliyeva Z, Həşimova T, Mehbalıyev K, Baxşəliyev E. Naxçıvan təpə yaşayış yerində arxeoloji tədqiqatlar. Naxçıvan: Əcəmi 2018, 266s.[1]
  2. Мунчаев Р.М., Амиров Ш.Н. Взаимосвязи Кавказа и Месопотамии в VI-IV тыс. до н.э. Международная научная конференция, 11-12 сентября 2008, Баку: Чашыоглы, 2009, с.41-52.
  3. Abedi A. Iranian Azerbaijan Pathway From The Zagros To The Caucasus, Anatolia And Northern Mesopotamia: Dava Göz, A New Neolithic And Chalcolithic Site In NW Iran. Mediterranean Archaeology and Archaeometry, Vol. 17, № 1 (2017) pp. 69-87.