ნახშირბადის მონოოქსიდით მოწამვლა
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია

ნახშირბადის მონოოქსიდით მოწამვლის ყველაზე მძიმე და პოტენციურად ფატალური შედეგები დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან. კლინიკური გამოვლინებები მოიცავს თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ცნობიერების დათრგუნვას, გულყრას, გონებრივ ჩამორჩენას, სიარულის დარღვევებს, განავლის შეუკავებლობას. თავის ტვინის რადიოლოგიურ კვლევებზე (მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულება, კომპიუტერული ტომოგრაფია) აღინიშნება პათოლოგიური კერები ბაზალური განგლიის მკრთალ სფეროში ორმხრივად. მკურნალობა მოიცავს 100%-იანი ჟანგბადის მიწოდებას, რაც აჩქარებს კარბოქსიჰემოგლობინის (ჰემოგლობინთან დაკავშირებული ნახშირბადის მონოოქსიდი) გამოყოფას.