ნახორაგანი
ნახორაგანი | |
---|---|
კუთვნილება | სასანიანთა იმპერია |
ჯარის სახეობა | Sasanian military |
ბრძოლები/ომები | |
სამსახურიდან გადადგომა | 556 წელი, ფაზსის ალყის შემდეგ |
ნახორაგანი — ბიზანტიელი ისტორიკოსების მიერ ეგრისის დიდ ომში ნახსენები სასანიანთა იმპერიის სამხედრო მეთაური. ეგრისში მეთაურად ჩაანაცვლა მერმეროე ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ. როცა სარდალი გახდა, პოლიტიკური ვითარება სასანიებს ემხრობოდა, რადგან ბიზანტიელი გენერლების მიერ ლაზთა მეფის გუბაზეს მკვლელობამ ლაზები განარისხა. ნახორაგანმა გაათავისუფლა ონოგურისი ალყისაგან და შემდგომ გაანადგურა ბიზანტიური ბაზა არქეოპოლისში. 556 წლის გაზაფხულზე, ნახორაგანმა დაიწყო ახალი თავდასხმა ნესუსზე 60 000 კაცით, ბესუსში მარტინიუსი და იუსტინე იყვნენ განლაგებული. მარტინიუსის მიერ სამშვიდობო წინადადებაზე უარის თქმის შემდეგ, ნაჩორაგანმა ალყა შემოარტყა ფაზისს, მაგრამ სასტიკად დამარცხდა.[1] შემდეგ უკან დაიხია ქუთაისში, ცოტა ხნის შემდეგ სასანიანთა მეთაურობა ლაზიკაში თავის ქვეშევრდომ ვაფრიზესს დაუტოვა და დატოვა ყველა საჯარო, საერო და სამხედრო თანამდებობა და დასახლდა იბერიაში.[2]
სახელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბერძნული სახელი ნახორაგან (Ναχοραγάν) ბიზანტიელი ისტორიკოსების მიერ ჩაწერილი სავარაუდოდ წარმოადგენს არა სახელს, არამედ შუა სპარსულ ტიტულ ნახორაგან-ს[3][4] ან ნახორეგანს-ს. იგი შეესაბამება სირიულ ნხრგ-ს (ܢܟܘܪܓܢ , „გუბერნატორი“)[5] და სომხური ტიტული ნახარარს, ორივე ნასესხებია შუა ირანული ენიდან.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Martindale, J. R. (1992) The Prosopography of the Later Roman Empire 2 Part Set: Volume 3, AD 527-641 (en). Cambridge University Press, გვ. 846. ISBN 978-0-521-20160-5.
- ↑ Rawlinson, George (2018) The Greatest Empires & Civilizations of the Ancient East: Egypt, Babylon, The Kings of Israel and Judah, Assyria, Media, Chaldea, Persia, Parthia & Sasanian Empire (en). e-artnow. ISBN 978-80-272-4425-6.
- ↑ Dodgeon, Michael H. (1991) The Roman Eastern Frontier and the Persian Wars Ad 363-628.
- ↑ Chaumont, M. L.. AGATHIAS (28 July 2011). ციტირების თარიღი: 5 March 2020.
- ↑ Ciancaglini, Claudia A. (2008) Iranian Loanwords in Syriac.