ნახიდის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნახიდის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდში. ეკლესია აგებულია გვიანი შუა საუკუნეებში.

ძეგლი მდებარეობს სოფლიდან სამხრეთ-დასავლეთითი 1 კმ-ზე. ეკლესია სხვადასხვა ზომის ადგილობრივი წარმოშობის ქვითაა ნაგები.

მცირე ზომის დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით დასრულებულია ასეთივე სწორკუთხა საკურთხევლით, რომლის ცენტრში გაჭრილია სარკმელი. სარკმლის ძირში არქიტრავული ნიშაა მოთავსებული. ასეთივე ნიშებია სამხრეთ კედელშიც.

ეკლესიის კედლები შემორჩენილია 2-2,5 მეტრზე. კამარა და კონქი ჩამოქცეულია. კედლები დეფორმირებულია, გაჩენილია ბზარები, არქიტრავული შესასვლელი ჩრდილოეთ კედელშია. კარი ნაოთხალია. ინტერიერი ამოვსებულია ჩამონაშალი ქვით. ძეგლის გარშემო შემორჩენილია გალავანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 151