ნაწიდრისწვერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაწიდრისწვერი
კოორდინატები: 42°12′31″ ჩ. გ. 45°36′28″ ა. გ. / 42.20861° ჩ. გ. 45.60778° ა. გ. / 42.20861; 45.60778
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველორუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კახეთის მხარე
დაღესტანი
სიმაღლე 3102 
ქედი კახეთის კავკასიონი
ამგებელი ქანები თიხაფიქალი და ქვიშაქვა
ნაწიდრისწვერი — საქართველო
ნაწიდრისწვერი
ნაწიდრისწვერი — კახეთის მხარე
ნაწიდრისწვერი

ნაწიდრისწვერიმთა საქართველოში, კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ორწყლის მარცხენა შენაკადის — საბაკუნისხევის სათავეში, საქართველოსა და რუსეთის დაღესტნის საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3102 მ. აგებულია ლიასური თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. სამხრეთი და აღმოსავლეთი კალთები ციცაბოა, ქარაფოვანი, ჩრდილოეთი და დასავლეთი კალთები — დამრეცი. ნაწიდრისწვერი შემოსილია ალპური მდელოებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]