ნაწვერალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაწვერალიმარცვლოვანი კულტურების ღეროს ქვედა ნაწილის გადანაჭრები, რომელიც მომკის შემდეგ ფესვზე რჩება. ნაწვერალთან ერთად მინდორზე რჩება აგრეთვე სარეველები, რომლებიც აგრძელებენ ვეგეტაციას. ნაწვერალი და სარეველები წარმოადგენს სოკოვანი დაავადებებისა და მავნებლების გამრავლება-გავრცელების კერას, ამიტომ საჭიროა მინდვრის აჩეჩვა ზერელად — 6-8 სმ-ზე, ხოლო 1-1,5 თვის შემდეგ მოხვნა სრულ სიღრმეზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]