ნაცრისფერი გოლიათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაცრისფერი გოლიათი — ნორმალურ-ბეწვიანი, მსხვილი ბოცვრების ტყავ-ხორცეულის სამამულო ჯიში. გამოყვანილია უკრაინის სსრ პოლტავის ოლქის პეტროვსკის მემხეცეობის საბჭოთა მეურნეობაში ადგილობრივი ბოცვრების ფლანდრიულ ჯიშებთან შეჯვარების გზით. გავრცელებული იყო ყოფილ სსრკ-ის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 7, გვ. 341, თბ., 1984