ნაცარა მურყანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნაცარა მურყანი
20150813Alnus incana3.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანები
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  არყისებრნი
გვარი:  მურყანი
სახეობა:  ნაცარა მურყანი
ლათინური სახელი
Alnus incana (L.) Moench, 1794
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 194472
გავრცელება
Alnus incana range.svg

ნაცარა მურყანი (ლათ. Alnus incana) — საშუალო სიდიდის (6–15 მ სიმაღლის) ფოთოლმცვენი ხე ან მსხვილი ბუჩქი მომრგვალებული ან კვერცხისებრ-წაგრძელებული ვარჯით, პრიალა ნაცარა ქერქით, მონაცრისფრო-ჩამოშვებული ან ქეჩისებრი არაწებოვანი ახალგაზრდა ფოთლებით და ნათელი-მომუქო კვირტებით. ფოთლები რიგობითიია, მსუბუქ ძაფისებრ ან ქეჩისებრ დაშვებულ ღეროებზე, ოვალური ან მომრგვალო-კვერცხისებრი, 4–10 სმ სიგრძით და 4–7 სმ სიგანით.[1] ნორჩი ფოთლები შებუსვილია, ქვედა მხარე — მოლეგო ხაოიანი ბეწვით. ფოთლის ყუნწი 1,5–3 სმ სიგრძის და ასევე შებუსვილია.[2]

ყვავილები განსხვავებულსქესიანია. ერთლებნიანი მამრობითი მძივები – ჩამოკიდებულია ტოტებზე 3–5 რაოდენობით, ყვავილობისას იზრდება 8–10 სმ სიგრძისანი. მდედრობითი მძივები მოკლე და ოვალურებია, სიგრძით 1,5–2 სმ, გირჩისებრია. კვირტები მჯდომარეა, 3–8 სმ ღერძზე. ნაყოფი – ბრტყელი, ერთთესლიანი კაკლებია.[1]

ყვავის მარტ-აპრილში, ნაყოფმსხმოიარობს აგვისტო-ოქტომბერში. გავრცელებულია კავკასიაში, დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. გვხვდება თითქმის მთელ ტყიან საქართველოში. იზრდება უმთავრესად მთის ხეობების გაყოლებით 1500–1800 მეტრ სიმაღლეზე.[2]

ქიმიური შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მურყნის გირჩები შეიცავს პიროგალის ჯგუფის მთრიმლავ ნივთიერებებს, რომელთა შედგენილობაში შედის ტანინი (2,5%-მდე) და გალის მჟავა (დაახლოებით 4%). მცენარეში არის აგრეთვე გლიკოზიდები, ორგანული მჟავები, ალკალოიდები და ფლავონოიდები.[1]

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მურყნის გირჩების წყლიან ნაყენს და სპირტული გამონაწვლილს იყენებენ როგორც შემკვრელ და სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებას. გამონახარში და ნაყენები ეფექტურია ენტერიტების, დისპეპსიის, დიზენტერიის, კოლიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების დროს, მურყნის ნახარშს იყენებენ რევმატული დაავადებების და გაცივების დროს.[1]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Alnus incana. იმერეთის სამკურნალო ფლორა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-17. ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2021
  2. 2.0 2.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 80.