ნაშიდე გიოზდე დურმუში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნაშიდე გიოზდე დურმუში
დაბ. თარიღი 1985[1]
დაბ. ადგილი იზმირი
მოქალაქეობა Flag of Turkey.svg თურქეთი
მუშაობის ადგილი სტენფორდის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი, ბრაუნის უნივერსიტეტი და ბოსტონის უნივერსიტეტი

ნაშიდე გიოზდე დურმუში (თურქ. Naşide Gözde Durmuş; დ. 1985, იზმირი, თურქეთი) — თურქი მეცნიერი და გენეტიკოსი.

მისი კვლევა ყურადღებას ამახვილებს ნანოტექნოლოგიასა და მიკროტექნოლოგიურ ტენდენციებზე, მსოფლიო ჯანმრთელობისათვის მიმდინარე საფრთხის შემცველ საკითხებზე, როგორიცაა კიბოს და ანტიბიოტიკების წინააღმდეგობაზე. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის გამომცემლობამ, იგი პიონერთა კატეგორიაში შექიყვანა ჟურნალ „Innovators Under Under 35“-ში, როგორც 2015 წლის 35 ახალგაზრდა ლიდერთაგან.[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დურმუში დაიბადა 1985 წელს იზმირში, თურქეთში.[3] 2003 წელს სწავლა დაიწყო ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სპეციალობით მოლეკულალური ბიოლოგი და გენეტიკოსი. მოგვიანებით, ფულბრაიტის სტიპენდია მოიპოვა და გააგრძელა უმაღლესი განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 2009 წელს ბოსტონის უნივერსიტეტში ინჟინრის მაგისტრის წოდება და 2013 წლის მაისში ბრაუნის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინრის სადოქტორო ხარისხი მოიპოვა.[4]

2014 წელს, სტენფორდის უნივერსიტეტში პოსტ-დოქტორანტი მკვლევარის პოზიცია დაიკავა. ამჟამად იგი განაგრძობს კვლევას რონალდ დევისთან ერთად, სტენფორდის უნივერსიტეტის გენომი ტექნოლოგიის ცენტრში და სტენფორდის მედიცინის სკოლაში.[5]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი კვლევა ყურადღებას ამახვილებს დაბალი ფასის მქონე ნანოტექნოლოგიის ხელსაწყოების განვითარებაზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. მაგალითად, უჯრედის ფიზიკური მახასიათებლების გამოვლენის სწრაფი მეთოდი, რომელსაც იძლევა მაგნიტური ველის პირობა.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]