ნაყოფიჭამია მტრედი
იერსახე
| ნაყოფიჭამია მტრედი | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
მეჯავზია (Ducula aenea) | |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Ducula (Hodgson, 1836) | |||||||||||||
| |||||||||||||
ნაყოფიჭამია მტრედი[1] (ლათ. Ducula) – ფრინველთა გვარი მტრედისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 30–47 სმ. შეფერილობა რუხ-ვარდისფერია მწვანესთან, შავი რუხთან ან თეთრი შავთან. ცნობილია 36 სახეობა. გავრცელებული არიან ტროპიკებში ინდოეთიდან ახალ გვინეასა და ავსტრალიამდე და წყნარი ოკეანის რამდენიმე კუნძულზე. ბინადრობენ ტყის ზედა იარუსებში, ძირს ეშვებიან მხოლოდ წყლის დასალევად. ხეხილზე იკრიბებიან გუნდებად. ბუდეს იკეთებენ ტოტებზე, იშვიათად ფუღუროებსა და კლდის ნაპრალებში. დებენ 1 კვერცხს. იკვებებიან კენკრითა და ნაყოფებით, გადაამუშავებენ მხოლოდ რბილობს. ნადირობის ობიექტები არიან.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ imperial pigeon — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ Плодоядные голуби // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 20 — М., 1975. — стр. 42.