ნაყარი (ფუტკარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაყარი დაშვებისას

ნაყარი — პროცერი რომლის დროსაც დედოფალი ტოვებს საცხოვრებელს დიდი რაოდენობით მუშა ფუტკრებით. ნაყარის დროს მომუშავეთა 60% ტოვებს საცხოვრებელს სადაც ძველი დედოფალი არის. ნაყარში შეიძლება შედიოდეს ათასიდან ათი ათასამდე ფუტკარი. ამ დროს დედოფალი ძალიან მძიმეა იმისთვის რომ ნაყარი შორ დისტანციებზე წავიდეს ამიტომ მზვერავი ფუტკრები იპოვიან უახლოეს თავშესაფარს და იქ ჩერდებიან თუმცა ეს მუდმივი საცხოვრებელი არ ხდება, ჩვეულებრივ ნაყარი დროებითო საცხოვრებლიდან 3 დღეში გავა. ნაყრის გამოსვლის დროს ფუტკრების უმრავლესობა უსაქმოდ არიან, ისინი სკის გარეთ არიან შეგროვებულები, გამოსვლის დრო ჩვეულებრივ არის თბილი, მზიანი და წყნარი დაახლოებით 10-14 საათებში. მეფუტკრეები ტოტებზე ან ხეებზე დასახლებულ/შეფარებულ ფუტკრებს დედოფლიანად შესაფერის ყუთში ათავსებენ და სკაში გადაყავთ. ასევე არსებობს მახეები რომელიც ფუტკრების მოსაზიდად გამოიყენება და იმისთვის რომ მასში ფუტკრები დასახლდნენ იგივე მიზნით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "ფუტკრის მოვლა და მოშენება" თბილისი, 2002 წელი დურმიშხან ყიფიანი.