ნაფუსის ქედი
იერსახე
ნაფუსის ქედი | |
---|---|
ნაფუსის ქედი | |
კოორდინატები: 31°51′54″ ჩ. გ. 11°47′36″ ა. გ. / 31.86500° ჩ. გ. 11.79333° ა. გ. | |
ქვეყანა | ლიბია |
სიმაღლე | 981 მ |
სიგრძე | 250 კმ |
ნაფუსის ქედი (არაბ. الجبل الغربي) — ქედი ჩრდილო-დასავლეთ ლიბიაში. კუესტების ერთობლიობაა. გადაჭიმულია ქალაქ ღარიანიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ქალაქ ვაზინამდე დაახლოებით 250 კმ-ზე. სიმაღლე დაახლოებით 1000 მ-მდე. წარმოადგენს საზღვარს ლიბიის სანაპიროს ვაკესა (ჩრდილოეთით) და ტრიპოლიტანიის პლატოს (სამხრეთით) შორის. დანაწევრებულია ღრმა ხეობებით. მიმდებარე ტერიტორია ბერბერებით არის დასახლებული. 2011 წელს ლიბიაში მომხდარი სამოქალაქო ომის დროს ადგილობრივმა ხალხმა აქტიური მონაწილეობა მიიღო კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მთებში ომი გაჩაღდა, რომელმაც მიიღო ნაფუსის მთების კამპანიის სახელწოდება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნაფუსის ქედი – ინფორმაცია დაარქივებული 2011-07-26 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ნაფუსის ქედი – მდებარეობა WikiMapia