ნაფოტი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ნაფოტი“

ფილმის პოსტერი
რეჟისორი ფილიპ ნოისი
პროდიუსერი რობერტ ევანზი
სცენარის ავტორი ჯო ესტერჰაზი
როლებში შერონ სტოუნი
უილიამ ბოლდუინი
ტომ ბერენჯერი
კომპოზიტორი ჰოვარდ შორი
ოპერატორი ვილმოშ ჟიგმონდი
დისტრიბუტორი Paramount Pictures
გამოსვლის თარიღი 21 მაისი, 1993
ხანგრძლივობა 107 წთ.
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $40 მილიონი
შემოსავალი $116,300,000

ნაფოტი (ინგლ. Sliver) — 1993 წლის ამერიკული ეროტიკული თრილერი. რეჟისორი ფილიპ ნოისი. ფილმი გადაღებულია აირა ლევინის რომანის მიხედვით. მთავარ როლებში მონაწილეობენ შერონ სტოუნი და უილიამ ბოლდუინი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ნაომი სინგერი ბრუნდება თავის ბინაში, სლივერ-ჰაიტში და გადის აივანზე. ამ დროს ვინმე ქურთუკში მყოფი მამაკაცი, კაპიუშონიანი აღებს მის ბინას, ნელა მიიმართება აივნისკენ, გადაეხვევა ნაომის, რომელიც მას უყურებს და იღიმის, უცნობი მამაკაცი ქალს ხელს კრავს და აივნიდან გადააგდებს.

ახალგაზრდა ქალი კარლი ნორისი, რომელიც გამომცემლობაში რედაქტორად მუშაობს, ჩქარობს შეხვდეს უძრავი ქონების აგენტს, რომელიც მას სთავაზობს შეისყიდოს განთავისუფლებული ბინა პრესტიჟულ ნიუ-იორკის აპარტამენტში სლივერ-ჰაიტში. ბინის დათვალიერების შემდეგ, კარლი ბრუნდება რედაქციაში. მასთან მივა მისი დამხმარე და მეგობარი ქალი რედაქტორი ჯუდი, რომელიც ცდილობს დაარწმუნოს კარლი წავიდეს სადმე გასართობად. კარლი სულ ახლახან დაშორდა ქმარს 7-წლიანი ურთიერთობის შემდეგ. მის კაბინეტში რეკავს უძრავი ქონების აგენტი და ატყობინებს მას, რომ 1 კვირაში მას შეეძლება ახალ ბინაში გადასახლება. კარლი თავისი ნივთებით გადადის ახალ სახლში, სადაც მის წინ კარებს აღებს და ნივთების წაღებაში ეხმარება ზიკ ჰოკინსი, რომელიც აგრეთვე იმავე სახლში ცხოვრობს.

საღამოს, იმავე დღეს, რესტორანში შეხვდება მთავარ რედაქტორს, რომელიც ცდილობს კარლი შეახვედროს მწერალ ჯეკ ლენდსფორდს. აღმოჩნდება, რომ ჯეკიც სლივერ-ჰაიტში ცხოვრობს. ეზოს იქით მდებარე მაღაზიაში კარლი გაიცნობს ბერიკაცს გას ჰეილს, რომელიც მეზობლად ცხოვრობს. ისინი საუბრობენ და ბერიკაცი კარლის ეტყვის, რომ იგი ძალიან ჰგავს ნაომის, ქალს, რომელიც მისსავე ბინაში ცხოვრობდა და რომელიც აივნიდან გადმოხტა.

ასე გაიგებს კარლი, რომ რამდენიმე ქალი, რომელიც იმ ბინაში ცხოვრობდა იქნა მოკლული და პოლიციას ეჭვი აქვს, რომ სახლში სერიული მკვლელი ცხოვრობს. კარლისა და ზიკს შორის ნამდვილი რომანი გაჩაღდება, თუმცა კარლიმ არ იცის, რომ ზიკი მას ჩუმად უთვალთვალებს.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]