ნაფი ჯუსოითი
| ნაფი ჯუსოითი | |
|---|---|
| ოს. Джусойты Нафи | |
| დაბადების თარიღი | 27 თებერვალი, 1925[1] |
| დაბადების ადგილი | ნოგყაუ |
| გარდაცვალების თარიღი | 26 ივნისი, 2017 (92 წლის) ან 2017[2] |
| გარდაცვალების ადგილი | ვლადიკავკაზი |
| საქმიანობა | მწერალი[3] [4] , პოეტი და საზოგადო მოღვაწე[3] |
| ეროვნება | ოსები[5] |
| მოქალაქეობა |
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა |
| ალმა-მატერი | ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| ჯილდოები | საპატიო ნიშნის ორდენი, პუშკინის მედალი, Uatsamonga Order, ორდენი „პატივი და დიდება“ და Q97315447? |
ნაფი გრიგოლის ძე ჯუსოითი (დ. 27 თებერვალი, 1925, სოფ. ნოგყაუ, ახლანდ. ჯავის მუნიციპალიტეტი — გ. 26 ივნისი, 2017, ვლადიკავკაზი) — საბჭოთა ეპოქის ოსი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე. საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1968). კოსტა ხეთაგუროვის სახელობის პრემიის ლაურეატი (1979; მოთხრობების კრებული „ადამიანის სიცოცხლე“, 1976). სკკპ წევრი 1945-იდან. პირველი ლექსი 1945, ლექსების პირველი კრებული 1949 გამოაქვეყნა. ავტორია ლექსთა კრებულებისა „სიტყვა გულისა“ (1953), „ლირიკა“ (1955), „მე დავიბადე მთებში“ (1960) და სხვ.; მოთხრობებისა და რომანებისა „წინაპართა სისხლი“ (1969), „სირდონის ცრემლები“ (1979) და სხვ. ლიტერატურული-კრიტიკული სტატიების წიგნისა „სიტყვის ყელოვნებისათვის“ (1966), მონოგრაფიული წიგნებისა ოსური ლიტერატურის კლასიკოსებზე; თარგმნა ალექსანდრე პუშკინის, ტარას შევჩენკოს, ლევ ტოლსტოის, ანტონ ჩეხოვის, ილია ჭავჭავაძის და სხვათა ნაწარმოებები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 580.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Джусойты Нафи Григорьевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Identifiants et Référentiels — ABES, 2011.
- 1 2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #1095517260 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ https://ugo-osetia.ru/kultura/nafi-dzhusojty-legendarnaya-lichnost