ნატო ონიანი
იერსახე
| ნატო ონიანი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 23 ივლისი, 1961 |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ნატო ონიანი (დ. 23 ივლისი, 1961, ქობულეთი) — ქართველი ჟურნალისტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
1985 წელს იყო საქართველოს რადიოს პოლიტიკურ გადაცემათა რედაქციის რედაქტორი; 1989-1992 წლებში პროგრამა „პიკის საათის“ რედაქტორი და ინფორმაციის რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1992-1996 წლებში ტელეკომპანია II არხის ინფორმაციის რედაქციის მთავარი რედაქტორი; 1996 წლიდან პირველი არხის ინფორმაციის რედაქციის მთავარი რედაქტორი; ამჟამად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
ორგანიზაციის წევრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 1998-1999, გვ. 264