ნატახტაშდუდი
იერსახე
| ნატახტაშდუდი | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°50′04″ ჩ. გ. 42°17′34″ ა. გ. / 42.83444° ჩ. გ. 42.29278° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 2690 მ |
| ქედი | ეგრისის ქედი |
| აკავშირებს | ხობისა და თხეიშის ხეობებს |
| ამგებელი ქანები | ბაიოსური ტუფი, ტუფ-ბრექჩია და თიხაფიქალი |
ნატახტაშდუდი — უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ჩხოროწყუსა და მესტიის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ეგრისის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2690 მ. აგებულია იურიული სისტემის ბაიოსური ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებითა და თიხაფიქლებით. შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით. ნატახტაშდუდი აკავშირებს მდინარეების ხობისა და თხეიშის (ენგურის მარცხენა შენაკადი) ხეობებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 327.