შინაარსზე გადასვლა

ნატაშა პოლი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნატაშა პოლი
ნატაშა პოლი Miu Miu-ს 2020/2021 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენების შემდეგ
ნატაშა პოლი Miu Miu-ს 2020/2021 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენების შემდეგ
ნამდვილი სახელი ნატალია სერგეევნა პოლევშჩიკოვა
დაბ. თარიღი 12 ივლისი, 1985
დაბ. ადგილი პერმი, რუსეთი
სიმაღლე 178 სმ
თმის ფერი ქერა[1]

ნატალია სერგეევნა პოლევშჩიკოვა (დ.12 ივლისი,1985) — პროფესიულად ცნობილი როგორც ნატაშა პოლი,რუსი მოდელი. 2004 წლიდან პოლი მონაწილეობს მაღალი მოდის სარეკლამო კამპანიებში, ჟურნალების გარეკანებზე და პოდიუმებზე.

2000-იანი წლების შუა და გვიან პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მოდელად იქცა, ხოლო Vogue Paris-მა 2000-იანი წლების საუკეთესო 30 მოდელს შორის დაასახელა. სულ 61 Vogue-ის გარეკანი აქვს.[2]

პოლი ცნობილია თავისი გამორჩეული პოდიუმზე სიარულის სტილით და „საფირმო“ პოზით, ხოლო Models.com ინდუსტრიის ვარსკვლავად ასახელებს.[3]

ადრეული ცხოვრება და კარიერის დასაწყისი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 12 ივლისს 1985-ში პერმში, საბჭოთა კავშირში და მოდელობა ადგილობრივ დონეზე 2000 წელს დაიწყო. პოლი აღმოაჩინა მაურო პალმენტიერიმ 15 წლის ასაკში და მიიწვიეს მოსკოვში, რათა მონაწილეობა მიეღო რუსული მოდელების ძიების კონკურსში „New Model Today“, სადაც მეორე ადგილი დაიკავა.[4]

პოლიმ პოდიუმზე დებიუტი გააკეთა Why Not Model Agency-თან ერთად მას შემდეგ, რაც 2004 წელს Emanuel Ungaro-ს ჩვენებაზე გაიარა. ეს წელი გარღვევის წელი აღმოჩნდა: პოლიმ 54 ჩვენებაზე მიიღო მონაწილეობა მილანში, პარიზსა და ნიუ-იორკში და ორჯერ ზედიზედ მიიღო მონაწილეობა Vogue Paris-ის გადაღებაში.[5]

ადრეული საქმიანობა:2004-2005

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს გამოჩნდა Alberta Ferretti-ის S/S 04 კამპანიაში და Louis Vuitton-ის სამკაულების კამპანიაში.

იმავე წელს პოლი პირველად გამოვიდა Emanuel Ungaro-ს ჩვენებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიაში ახალი იყო, 2004 წელს 54 ჩვენებაზე მიიღო მონაწილეობა და ითანამშრომლა ცნობილ დიზაინერებთან, როგორებიც არიან Alberta Ferretti, Calvin Klein, Fendi, Gucci, Oscar de la Renta და Versus Versace. პოლი ცნობილია თავისი გამორჩეული გარეგნობით— გამოხატული ლოყის ძვლებითა და ლამაზი ფიგურით— რის გამოც იმავე წელს გამოჩნდა Australian Vogue-ში, Russian Vogue-ში და French Vogue-ში.[4]

2004 წელს პოლი ორჯერ გამოჩნდა Vogue Paris-ის გარეკანზე, ერთხელ Vogue Russia-ზე და ერთხელ Vogue Australia-ზე.[6]

2005 წელს პოლი გამოჩნდა Roberto Cavalli-ის F/W 05 კამპანიაში. კვლავ გამოჩნდა Vogue Paris-ის გარეკანზე, მარიაკარლა ბოსკონოსა და ვლადა როსლიაკოვასთან ერთად.[6] იმ წელს ნატაშამ 130 ჩვენებაზე მიიღო მონაწილეობა და განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გამოსვლა ჰქონდა Victoria's Secret Fashion Show 2005.[4]

ცნობადობის მოპოვება:2007-2010

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს გამოჩნდა 250 ჩვენებაზე, მათ შორის ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Alexander McQueen, Calvin Klein, Carolina Herrera, Donna Karan, Bill Blass და Oscar de la Renta.[7]

პოლი ერთ-ერთი იყო იმ მოდელებს შორის, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ V Magazine-ის 2008 წლის სექტემბრის ნომრის 14 გარეკანს. თითოეულ გარეკანზე წარმოდგენილი იყო ცნობილი მოდელის პორტრეტი — როგორც ახალი თაობის წამყვანი მოდელები (აგნეს დეინი,ლარა სტოუნი,ნია რუბიკი, დარია ვერბოვი,მაშა ნოვოსიოლოვა და სხვ.), ასევე სუპერმოდელების ეპოქის წარმომადგენლები (კრისტი ტარლინგტონი, ნაომი კემპბელი, ევა ჰერციგოვა). ფოტოები გადაღებული იყო ფოტოგრაფთა დუოს — ინეზ ვან ლამსვერდესა და ვინუდ მატადინის მიერ.[8]

2008 წელს პოლი გამოჩნდა ისეთი ბრენდების რეკლამებში, როგორებიცაა Louis Vuitton, Roberto Cavalli და Sonia Rykiel. 2008–2009 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე მონაწილეობდა 7 სარეკლამო კამპანიაში.[7] იმავე პერიოდში Vogue Russia-მ ნატაშას სპეციალური გარეკანიც მიუძღვნა.[7]

პოლიმ სამჯერ ზედიზედ დაიკავა 1-ლი ადგილი Fashion Television-ის First Face countdown-ში (გაზაფხული 2008, შემოდგომა 2008 და გაზაფხული 2009).[9] ასევე მოხვდა რეიტინგში 7-ე ადგილზე (გაზაფხული 2007), 4-ე ადგილზე (შემოდგომა 2009 და გაზაფხული 2010) და 5-ე ადგილზე (შემოდგომა 2010). First Face countdown აჩვენებს იმ მოდელებს, რომლებმაც სეზონზე ყველაზე მეტ ჩვენებაზე გახსნეს პოდიუმი.

Vogue Paris-მა ნატაშა 2000-იანი წლების საუკეთესო 30 მოდელს შორის დაასახელა.[2]

გაგრძელებული წარმატება:2010-დღემდე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს ნატაშა გამოჩნდა 10 ვოგის გარეკანზე, მათ შორის ორჯერ Vogue Paris-ისა და Vogue Russia-ის გარეკანებზე. ასევე მონაწილეობდა H&M-ის სარეკლამო კამპანიაში.

2012 წელს პოლი პირველად გამოჩნდა კანის კინოფესტივალზე, სადაც ეცვა Gucci-ის კაბა, და იმავე წელს ჩვენებაზეც გამოვიდა ფესტივალის ფარგლებში.[10] მოგვიანებით გახდა L’Oréal-ის ბრენდის ამბასადორი.[11]

პოლი მონაწილეობდა Versace-ს Spring/Summer 2016 კამპანიაში ჯიჯი ჰადიდსა და რაკელ ციმერმანთან ერთად, რომელიც სტივენ კლაინმა გადაიღო. ასევე გამოჩნდა Mercedes-Benz-ის რეკლამაში სახელწოდებით „Obsession with an Icon“, სადაც პოლი წარდგენილი იყო ლურჯი ლატექსის კოსტიუმით Mercedes-Benz SL-ის ავტომობილთან. იმავე წელს გახდა Kurt Geiger-ის Fall/Winter 2016 კამპანიის სახე.[12]

პოლი მონაწილეობდა Balmain S/S 2017-ის სარეკლამო კამპანიაში იზაბელ ფონტანასა და დაუცენ კრუსთან ერთად.[13] იმავე წელს გამოჩნდა Dsquared²-ისა და Mugler-ის კამპანიებში.[14]

2023/2024 სეზონზე პოლი მონაწილეობდა რამდენიმე ჩვენებაზე, მათ შორის Blumarine-ის, Dolce&Gabbana-ს, Michael Kors-ის, Boss-ის, Givenchy-ისა და Mugler-ის ჩვენებებში. 2024 წლის Haute Couture სეზონზე კი გამოვიდა Schiaparelli-ისა და Fendi-ის Haute Couture ჩვენებებზე.[14]

ნატაშა პოლი დაქორწინდა ნიდერლანდელ ბიზნესმენ პიტერ ბაკერზე 2011 წლის 16 აპრილს, Saint-Tropez-ში.

2013 წლის 13 მაისს პოლიმ გააჩინა ქალიშვილი სახელად ალექსანდრა კრისტინა.[15] 2019 წლის აპრილში კი შეეძინა ვაჟი — ადრიან გრეი. პოლი ოჯახთან ერთად ცხოვრობს ამსტერდამში, ნიდერლანდებში. პოლი თავისუფლად ფლობს რუსულსა და ინგლისურ ენებს.

  1. ↑ https://www.selectmodel.com/london/model/natasha-poly
  2. 1 2 Les 30 mannequins des années 2000 fr. Vogue (18 December 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 September 2013. ციტირების თარიღი: 6 May 2013
  3. ↑ Natasha Poly profile. ციტირების თარიღი: 12 April 2024
  4. 1 2 3 Natasha Poly en-US (2016-09-02). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 November 2023. ციტირების თარიღი: 2023-11-05
  5. ↑ Natasha Poly. New York. ციტირების თარიღი: April 25, 2011
  6. 1 2 VOGUEGRAPHY. (2016-07-08) Natasha Poly Throughout the Years in Vogue en. ციტირების თარიღი: 2024-02-04
  7. 1 2 3 Natasha Poly en-US (2016-09-02). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 November 2023. ციტირების თარიღი: 2024-02-04
  8. ↑ Lim, James. (10 September 2008) Ogle ‘V’ Magazine’s Fourteen New Cover Models. New York. ციტირების თარიღი: 21 February 2011
  9. ↑ First Face Previous Winners Plus Abbey Lee. YouTube. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-21. ციტირების თარიღი: 6 May 2013
  10. ↑ Cannes Film Festival: Best looks fr-FR (2012-05-27). ციტირების თარიღი: 2024-02-04
  11. ↑ FR, FashionNetwork com. Natasha Poly nouveau visage de L’Oréal Paris fr. ციტირების თარიღი: 2024-02-04
  12. ↑ Kurt Geiger Unveils Fall Campaign. WWD. ციტირების თარიღი: 2016-07-27
  13. ↑ IN, FashionNetwork com. Doutzen Kroes, Natasha Poly and Isabeli Fontana are glamorous and strong in Balmain SS17 campaign en-IN. ციტირების თარიღი: 2024-02-04
  14. 1 2 Natasha Poly. ციტირების თარიღი: 2024-03-26
  15. ↑ This Week In Pictures – Angelina Jolie Honorary Oscar & ES Theatre Awards. Vogue.co.uk (2013-11-22). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-12. ციტირების თარიღი: 2015-09-26