შინაარსზე გადასვლა

ნატალია ოსიპოვა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნატალია ოსიპოვა
დაბადების თარიღი 18 მაისი, 1986
რუსეთის სფსრ, საბჭოთა კავშირი
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა რუსული, ბრიტანული
განათლება მოსკოვის სახელმწიფო ქორეოგრაფიის აკადემია (ბოლშოის ბალეტის აკადემია)
ალმა-მატერი Moscow State Academy of Choreography
საქმიანობა ბალერინა
პარტნიორ(ებ)ი Sergei Polunin და Jason Kittelberger[1]

ნატალია პეტროვნა ოსიპოვა (რუს: Наталья Петровна Осипова; დ.18 მაისი, 1986) — რუსი ბალერინა, ლონდონის სამეფო ბალეტის პრიმა-ბალერინა.

ადრეული ცხოვრება და მომზადება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსკოვში დაბადებულმა ოსიპოვამ საბალეტო წვრთნა ცხრა წლის ასაკში დაიწყო,[2] მიხეილ ლავროვსკის საბალეტო სკოლაში. 1996 წლიდან 2004 წლამდე მოსკოვის ქორეოგრაფიის სახელმწიფო აკადემიაში (ბოლშოის ბალეტის აკადემია) სწავლობდა მარინა კოტოვასა და მარინა ლეონოვას ხელმძღვანელობით.

18 წლის ასაკში შეუერთდა ბოლშოის ბალეტს, როგორც კორპუს დე ბალეტის წევრი. 2005 წელს კიტრი ალექსეი ფადეეჩევის დადგმაში „დონ კიხოტი“ შეასრულა, რასაც კრიტიკოსთა დიდი აღიარება მოჰყვა,[3] 2006 წელს კი გოგონა სოლისტად დაწინაურდა. 2007 წელს ჟურნალმა Dance Magazine-მა ოსიპოვა 25 საინტერესო მოცეკვავეს შორის დაასახელა,[4] 2009 წელს კი მოცეკვავე უკვე წამყვან სოლისტად იქცა. 2010 წელს ბოლშოის ბალეტის პრიმა-მოცეკვავის სტატუსი მიიღო, თუმცა 2011 წელს პოზიცია დატოვა, მიზეზად კი „შემოქმედებითი თავისუფლება“ დაასახელა.[5]

ბოლშოის დატოვების შემდეგ, შეუერთდა ამერიკულ ბალეტის თეატრს, როგორც მიწვეული მოცეკვავე, მეტროპოლიტენ ოპერის სეზონისთვის. „დონ კიხოტი“ ხოსე მანუელ კარენიოსთან ერთად იცეკვა, ხოლო „მძინარე მზეთუნახავი“ და „რომეო და ჯულიეტა“ — დევიდ ჰოლბერგთან ერთად.[6] ბალერინა „მძინარე მზეთუნახავის“ შესრულებამდე ერთი კვირით ადრე, მეტროპოლიტენის შენობის წინ გაძარცვეს, თუმცა მხოლოდ მცირე დაჟეჟილობები მიიღო და გამოსვლა მაინც შეძლო. ერთი წყვილი პუანტი და ფორმირებისთვის განკუთვნილი პატარა ჩაქუჩი დაკარგა.[7] 2011 წლის დეკემბერში მიხაილოვსკის ბალეტს შეუერთდა.

2011 წელს ოსიპოვამ იცეკვა როი ასაფის დადგმაში „ექვსი წლის შემდეგ“, პარტნიორობას ჯეისონ კიტელბერგერი უწევდა. იმავე წელს ალექსეი რატმანსკის „სევდიან ვალსში“ გამოჩნდა. სეზონი სხვადასხვა სოლო გამოსვლებით, მათ შორის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის „მთვარის სონატასა“ და იუკა ოიშის „ავე მარიაში“ მონაწილეობით გაგრძელდა.[8]

2013 წლის 8 აპრილს გამოცხადდა, რომ ოსიპოვა სამეფო ბალეტს შეუერთდებოდა, როგორც მთავარი მოცეკვავე, მანამდე კი მიწვეული არტისტი იყო „გედების ტბაში“. მოცეკვავემ გადასვლის მთავარ მოტივად ფართო და მრავალფეროვანი რეპერტუარი დაასახელა.[9] დებიუტი 2013 წლის 21 ნოემბერს შედგა, სპექტაკლში „რომეო და ჯულიეტა“, პარტნიორი — კარლოს აკოსტა. არტისტმა ასევე იცეკვა „მაკნატუნასა“ და „ჟიზელში“ აკოსტასა და ფედერიკო ბონელისთან ერთად.[10]

2016 წელს შეასრულა რუსეთის დიდი მთავრის, ანასტასია ნიკოლაევნასა და ანა ანდერსონის როლი დადგმაში „ანასტასია“.[11]


2018 წელს დევიდ ჰოლბერგთან ერთად გამოჩნდა დადგმაში Pure Dance, რომელიც ენტონი ტიუდორის 1975 წლის ბალეტის, The Leaves Are Fading-ის ვერსიას წარმოადგენს.[8]

2019 წელს დედის როლი არტურ პიტას სპექტაკლ „დედაში“ ითამაშა,[12] ხოლო 2019 წლის ივნისში ჯერალდ ფოქსის დოკუმენტურ ფილმ „ბუნების ძალაში“ (Force of Nature) გამოჩნდა.[13] ოსიპოვამ დევიდ ჰოლბერგთან ერთად „ჟიზელი“ ნიუ-იორკის ლინკოლნის ცენტრში იცეკვა.[14]

მეორეხარისხოვანი როლი 2023 წლის ბიოგრაფიულ დრამაში „ჯოიკა“ შეასრულა, რომელიც ამერიკელი ბალერინას, ჯოი ვომაკის ცხოვრებას ასახავს.[15]


დებიუტმა კიტრიის როლში „დონ კიხოტში“, 2005 წლის 7 ნოემბერს, მოცეკვავის სოლო კარიერას ჩაუყარა საფუძველი.

  • დონ კიხოტი: კიტრი, პირველი ვარიაცია Grand Pas-ში, დრიადა/ოთხი დრიადა
  • ბაიადერა: ნიკია, გამზატი, მე-2 ვარიაცია (ჩრდილების ტრიო)
  • კორსარი: მედორა, მე-3 ვარიაცია (ოდალისკების ტრიო)
  • მაკნატუნა: შაქრის ქლიავის ფერია, კლარა, ესპანური თოჯინა
  • ჭანჭიკი: მანკა ფარტი, მბეჭდავი/მბეჭდავები
  • პეტრუშკა: ბალერინა
  • ანასტასია: ანასტასია, ანა ანდერსონი
  • კონკია: კონკია, ვალსის სოლისტი/სოლისტები, შემოდგომა
  • რაიმონდას Grand Pas de Deux: სოლისტი
  • საკლასო კონცერტი
  • Remansos
  • Cinque
  • Connectome
  • Tetractys - ფუგის ხელოვნება
  • ქარი: მოცეკვავე
  • სოლო ორისთვის
  • პასაკალია
  • იკაროსი
  • Strapless: ამელი გოტრო
  • წინასწარმეტყველებანი: ქარაფშუტობა

ლონდონში 2013 წელს გადავიდა; ბრიტანეთის ნატურალიზებული მოქალაქეა.[16] ადრე ურთიერთობა ჰქონდა მოცეკვავეებთან — ივან ვასილიევთან (დანიშნული) და სერგეი პოლუნინთან.[17] ამჟამად დანიშნულია ამერიკელ მოცეკვავე ჯეისონ კიტელბერგერზე. წყვილი ჩრდილოეთ ლონდონში ოთხ ძაღლთან ერთად ცხოვრობს.[16]


კოვიდ-19 ორჯერ დაემართა: 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის მარტში.[16]


  • გრან-პრი ლუქსემბურგის საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე (2003)
  • მე-3 პრიზი მოსკოვის საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე (2005)
  • ჟურნალ „ბალეტის“ პრიზი „ცეკვის სული“ კატეგორიაში „ამომავალი ვარსკვლავი“ (2007)
  • ლეონიდ მასინის პრემია კატეგორიაში „ნიჭის მნიშვნელობა“ (2008)
  • ცეკვის საერთაშორისო ასოციაციის პრიზი „Prix Benois de la Danse“ შესრულებისთვის დადგმებში: „სილფიდა“, „ჟიზელი“, „კორსარი“ და „პარიზის ალმური“ (2008)
  • რიჩარდ შერინგტონის პრემია (2008)
  • „ოქროს ნიღაბი“ ტვაილა თარპის დადგმაში „ზედა ოთახში“ (2008) და „სილფიდაში“ (2009) შესრულებისთვის
  • „ოქროს ნიღბის“ ჟიურის სპეციალური პრიზი საუკეთესო დუეტისთვის „სილფიდაში“ (2009)
  • გაერთიანებული სამეფოს ცეკვის ეროვნული ჯილდო კრიტიკოსთა წრისგან: საუკეთესო ქალი მოცეკვავე (2007, 2010 და 2014)
  1. ↑ https://www.nytimes.com/2021/06/18/arts/dance/natalia-osipova-mikhailovsky-feud.html
  2. ↑ „Natalia Osipova, ballet dancer – portrait of the artist“. The Guardian. 10 December 2013. ციტირების თარიღი: 20 October 2019.
  3. ↑ Большой театр. bolshoi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 June 2011.
  4. ↑ Stahl, Jennifer (January 2007). „25 to Watch“. Dance Magazine.
  5. ↑ Wakin, Daniel J. (14 November 2011). „Bolshoi Is Stung by Loss of Two Stars“. The New York Times. ციტირების თარიღი: 20 October 2019.
  6. ↑ Sulcas, Roslyn (17 June 2010). „A Determined Ballerina, Propelled to the Top“. The New York Times. ციტირების თარიღი: 20 October 2019.
  7. ↑ Wakin, Daniel J. (15 June 2010). „ABT Ballerina Is Attacked“. The New York Times. ციტირების თარიღი: 20 October 2019.
  8. 1 2 „Natalia Osipova: Pure Dance review – a dizzying odyssey from past to present“. The Guardian. 14 February 2018. ციტირების თარიღი: 20 October 2019.
  9. ↑ Sulcas, Roslyn. (10 April 2013) Russian Ballerina Natalia Osipova Joins London's Royal Ballet. The New York Times. ციტირების თარიღი: 20 October 2019.
  10. ↑ Giselle | Performers & Credits. Fathom Events. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 February 2014. ციტირების თარიღი: 22 January 2014.
  11. ↑ Mackrell, Judith (27 October 2016). „Anastasia review – Natalia Osipova offers sensitive glimpses of a soul in hell“. The Guardian. ციტირების თარიღი: 20 October 2019.
  12. ↑ Winship, Lyndsey (21 June 2019). „The Mother review – Natalia Osipova dances to hell and back“. The Guardian. ციტირების თარიღი: 20 October 2019.
  13. ↑ Bradshaw, Peter (6 June 2019). „Force of Nature Natalia – fascinating study of the Royal Ballet's star dancer“. The Guardian. ციტირების თარიღი: 20 October 2019.
  14. ↑ Macaulay, Alastair (20 May 2018). „Many Giselles, but Only One Osipova“. The New York Times. ციტირების თარიღი: 5 January 2020.
  15. ↑ Joika. Miami Film Festival 2024. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 May 2024. ციტირების თარიღი: 30 May 2024
  16. 1 2 3 Craine, Debra (22 May 2022). „Natalia Osipova: 'Many Russians say I'm horrible — but what is happening is wrong'“. The Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 May 2022. ციტირების თარიღი: 16 June 2022.
  17. ↑ Brown, Helen (26 June 2021). „'It's not surprising when dancers fall in love': Royal Ballet star Natalia Osipova“. The Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 June 2021. ციტირების თარიღი: 16 June 2022.